Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯონ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა ჩინეთს მოუწოდა,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა ჩინეთს მოუწოდა,
მხარი დაუჭიროს გაეროს აქტიურ ჩართვას ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარების პროცესში. ბოლტონმა დღეს პეკინში მოლაპარაკება გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებთან. მოლაპარაკების შემდეგ მან განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიზანია, ფხენიანის ბირთვული პროგრამის გარშემო წარმოშობილი კრიზისი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს. ბოლტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს კსდრ-ის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას.
XS
SM
MD
LG