Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, წუხელ


აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, წუხელ ბაღდადის ჩრდილოეთით განხორციელებული რეიდების მსვლელობაში 9 ერაყელი დააკავეს.

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, წუხელ ბაღდადის ჩრდილოეთით განხორციელებული რეიდების მსვლელობაში 9 ერაყელი დააკავეს.
თიქრითში აშშ-ის სამხედრო პრეს-მდივნის განცხადებით, 9 კაციდან 4 მიჩნეულია ბაათის პარტიის, ან სადამ ჰუსეინის ერთგული "ფედაინების" შეიარაღებული დაჯგუფების წევრებად. ბოლო კვირების მანძილზე თიქრითის სიახლოვეს უკვე ათობით ერაყელი შეიპყრეს. იუწყებიან ასევე, რომ ერაყში ამერიკელებისა და მათი პარტნიორების კოალიციამ განაცხადა, რომ დემონსტრაციებს, თუ ისინი ძალადობაში გადაიზარდა, სამხედრო ძალით უპასუხებენ. კოალიციის დროებითმა ხელმძღვანელობამ ბაღდადში თავის შტაბბინასთან გააკრა ათობით პლაკატი, რომლებზეც მოთხოვნილია საპროტესტო გამოსვლების მშვიდობიანად ჩატარება. როგორც პლაკატებზე დაბეჭდილ ტექსტშია ნათქვამი, არ მოითმენენ ძალადობას სამოქალაქო პირების, ერაყის პოლიციის, ან კოალიციის ჯარების წინააღმდეგ. ერაყში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორ რამირო ლოპეს და სილვას განცხადებით, ერაყში ელემენტარული საჭიროებების დასაფინანსებლად აუცილებელია, რომ უცხოელმა დონორებმა ოქტომბრის შეხვედრაზე 5 მილიარდი დოლარი გამოჰყონ.
XS
SM
MD
LG