Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგა არ სცნობს ერაყში


არაბული ლიგა არ სცნობს ერაყში ამერიკელების მიერ დანიშნულ მმართველთა საბჭოს. ამის შესახებ დღეს გამოაცხადა არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ.

არაბული ლიგა არ სცნობს ერაყში ამერიკელების მიერ დანიშნულ მმართველთა საბჭოს. ამის შესახებ დღეს გამოაცხადა არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ.
მისი თქმით, მმართველთა საბჭო არის "დასაწყისი" და მან "გზა უნდა გაუკვალოს ლეგიტიმურ მთავრობას". ამრ მუსას სიტყვებით: [ამრ მუსას ხმა] "ერაყის მმართველთა დროებითი საბჭო უნდა განვიხილოთ წინგადადგმულ ნაბიჯად, ან დასაწყისად, რომელიც გზას გაუკვალავს ერაყის კანონიერი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომლის აღიარებაც შესაძლებელი იქნება". არაბული ლიგის გადაწყვეტილების შედეგად, ამ 22-წევრიან ორგანიზაციაში ერაყისათვის განკუთვნილი სავარძელი ცარიელი დარჩება ერაყის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე. ერაყის შესახებ იუწყებიან ასევე, რომ ამერიკელი სამოქალაქო პირი დაიღუპა თიქრითის მახლობლად მისი ავტომანქანის ბომბზე აფეთქების შედეგად. ამერიკელ მაიორ ბრაიან ლუკის თქმით, მამაკაცი, რომელიც სამხედრო შენაერთში მუშაობდა, 5 ავტომანქანისაგან შემდგარი ბადრაგით მიემგზავრებოდა. სამშაბათს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედრო პირებმა ბაღდადის ჩრდილოეთით 9 ერაყელი დააკავეს.
XS
SM
MD
LG