გამოწვეული იყოს ტექნიკური მიზეზის ან, უბრალოდ, ადამიანის შეცდომის შედეგად. თუმცა, უსაფრთხოების ანალიტიკოსთა აზრით, შემდგომში არ არის გამორიცხული, რომ მიზეზი დენის გამორთვისა ტერორისტული აქტი გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად კი ამერიკის მთავრობას ახლავე მოუწევს დამატებითი ზომების მიღება ინფრასტრუქტურის დასაცავად, ასე ფიქრობს რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ენდრიუ ტალი, რომლის რეპორტაჟსაც კობა ლიკლიკაძე გაგაცნობთ.
ყველა ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის გათიშვა, რომელმაც ამერიკის უდიდესი ქალაქები და დაახლოებით 50 მილიონი მცხოვრები უშუქოდ დატოვა, არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ეს მოხდა და ახლა გაჩნდა ეჭვი, რომ ავარია შეიძლება განმეორდეს. ამ სკეპტიციზმით იყო განმსჭვალული ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ჯორჯ პატაკი, რომელმაც, გასულ კვირაში, ნიუ-იორკში ელექტროსისტემის გათიშვასთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:
[ჯორჯ პატაკის ხმა] "ახლა 2003 წელია და გაუგებარია, თუ როგორ შეიძლებოდა მოხდარიყო ენერგოსისტემის ასეთი დაზიანება ჩრდილო ამერიკისა და კანადის დამაკავშირებელ კასკადზე. როდესაც 60-იან და 70-იან წლებში ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვიდა, ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ელექტროსისტემის ყველაზე დიდი გათიშვაა, რაც კი ჩვენს ქვეყანაში მომხდარა."
სწორედ იმიტომ, რომ ამერიკის ისტორიას არ ახსოვს ასეთი უშუქობა, როდესაც უდიდეს ქალაქებში ერთბაშად გაჩერდა მეტრო, გამოირთო ლიფტები, კონდიციონერები და შეწყდა ტელემაუწყებლობა, ადამიანებს გაუჩნდათ ეჭვი, ხომ არ შეიძლება, რომ ეს ტერორიტული ქმედება ყოფილიყო.
მით უფრო, რომ როგორც ნიუ-იორკის გამოკვლევათა ცენტრის, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს უსაფრთხოების კოორდინატორი ჯეიმი მეტცლი აცხადებს, ელექტროსისტემის სრული შეწყვეტა ადასტურებს, რომ ამის ლაბათობა საკმაოდ დიდია.
[ჯეიმი მეტცლის ხმა] "ტერორისტებმა უბრალოდ ჯერ კიდევ არ იციან იმ სირთულეების შესახებ, რომლის წინაშე არა მხოლოდ ქვეყნის ენერგო-ინფრსატქურა, არამედ მთელი ჩვენი ინფრასტრუქტურა იმყოფება. ჩვენ ხომ უკიდურესად მოწყვლადები ვართ."
ის, რომ ტერორისტებმა უკვე დაიწყეს კბილის მოსინჯვა ამ მიმართულებით, კიდევ ერთი ამერიკელი ექსპერტის, ჯეიმს ფილიპსის თქმით, ერაყში ელექტროგადამცემ ხაზებსა და წყალსადენზე ამ დღეებში მომხდარი დივერსიული თვდასხმებიც მოწმობს.
[ჯეიმს ფილიპსის ხმა] "თუ დროთა განმავლობაში ქრონიკულად მოხდება დენის ნაწილობრივი თუ სრული გამორთვა, ამას, ჩემის აზრით, კუმულატიური ეფექტი ექნება. ფაქტია, რომ ერაყში, სადამ ჰუსეინის მომხრეების სტრატეგია ახლა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ განუწყვეტლივ ურტყან ელექტროგადამცემ ხაზებს და ამით ერაყელი ხალხის დემორალიზებას და დათრგუნვას მიაღწიონ."
ექპსერტების თქმით, ვინაიდან ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფა ხელისუფლების კომპეტენციაა, თუ ტერორისტები შეძლებენ ელექტროსისტემის სრულ გათიშვას, ამით ისინი მოსახლეობას ხელისუფლების ნდობას დაუკარგავენ. განმეორებითი თავდასხმის შემდეგ კი, შესაძლოა, სრული ქაოსი დაიწყოს. ამ შემთხვევაში, ეს ისეთივე თავხედური გამოწვევა იქნება ტერორისტული სამყაროს მხირდან, როგორც 11 სექტემბრის ტერაქტი.
11 სექტემბრის შემდეგ უკვე ყოველგვარი ტერორისტული აქტი შესაძლებელია და სწორედ ამ მოწყვლადობის გათვალისწინებით, ამერიკელი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ აქედანვე უნდა დაიწყოს სამზადისი და გამონახოს შესაბამისი თანხა, დაახლოებით 50-100 მილიონი დოლარის ფარგლებში, რათა ტერორისტებმა ვერ შეძლონ ენერგოსისტემის მწყობრიდან გამოყვანა.