Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ვითარება


ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ვითარება არ აისახება იაპონიისთვის ირანის ნავთობის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებებზე, განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იორიკო კავაგუჩიმ.

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ვითარება არ აისახება იაპონიისთვის ირანის ნავთობის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებებზე, განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იორიკო კავაგუჩიმ.
მისი სიტყვებით, სათბობით უზრუნველყოფა არის ეკონომიკური აუცილებლობა, რომელიც ბირთვული იარაღის პრობლემისგან განცალკევებით უნდა იქნეს განხილული. ამავე დროს, იაპონია განაგრძობს ზეწოლას თეირანზე, რათა დაარწმუნოს იგი, რომ ხელი მოაწეროს ოქმს, რომელიც ნებისმიერ ბირთვულ ობიექტზე ინსპექციის ჩატარების ნებას იძლევა. ხვალ ტოკიოში ჩადის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქამალ ხარაზი.
XS
SM
MD
LG