Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ძირეული რეფორმირების აუცილებლობაზე გენერალური მდივანიც ალაპარაკდა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლეობის თემა, რომელზეც ბოლო წლებში უფრო მეტს ორგანიზაციის კედლებს გარეთ ლაპარაკობდნენ,

დღის წესრიგში მთელი სიმწვავით თავად გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა დააყენა. ორშაბათს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე კოფი ანანმა განაცხადა, რომ იმისათვის, რათა გაერომ კვლავ დაიბრუნოს ერაყის ომის შედეგად დაკარგული ავტორიტეტი, ორგანიზაცია და მისი უშიშროების საბჭო რადიკალურ რეფორმებს საჭიროებენ.

სექტემბრის ბოლოსთვის ნიუ-იორკში გაეროს გენერაური ასამბლეა უნდა გაიმართოს, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ყოველთვის მშვიდ ტონალობაში მოსაუბრე კოფი ანანი, ერთ-ერთი ყველაზე გაბედული მიმართვის გაკეთებას გეგმავს. კოფი ანანმა, ორშაბთს გამართულ პრესკონფერენციაზე, ყოველწლიური ანგარიშის ერთგვარი პრეზენტაცია მოაწყო და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმართვის მთავარი მესიჯი გაეროს რადიკალურ რეფორმებს შეეხება. გენერალური მდივნის თქმით, გაერო და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილების შემდეგ თუ შეძლებენ ეფექტურად დაუპირისპირდნენ ათასწლეულის გამოწვევებს: ომს, ტერორიზმს, სიღატაკესა და ადამიანების უფლებათა დარღვევას.
თავის მოხსენებაში, არადემოკრატიულობისა და ძველმოდურობის გამო, კოფი ანანი ასევე აკრიტიკებს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. გაეროს კედლებში ხომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები იმის თაობაზე, რომ საჭირო იყო უშიშროების საბჭოს გაფართოვება და როგორც ვეტოს უფლების მქონე მუდმივ წევრთა, ისე არამუდმივ წევრთა რაოდენობის გაზრდა. მაგრამ ყველაფერი წყლის ნაყვა აღმოჩნდა.

კოფი ანანის თქმით, ომმა ერაყში კიდევ უფრო ცხადი გახადა უთანხმოება გაეროს უშიშროების საბჭოს შიგნით. მისი თქმით, სანამ უშიშროების საბჭო არ დაიბრუნებს ქვეყნების და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას, ცალკეული წევრი სახელმწიფოები იძულებულნი იქნებიან საკუთარი ძალით სცადონ პრობლემების მოგვარება.

პრესკონფერენციაზე კოფი ანანმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოში არა მხოლოდ ერაყის მოწყობის თაობაზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, არამედ ათწლეულის შეთანხმების ცალკეულ დებულებებზეც, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს მიიღო.

[კოფი ანანის ხმა] ნს 090863 "მოვლენებმა შეარყიეს მთელი საერთაშორისო სისტემა. და მე დარწმუნებული აღარ ვარ, გადაურჩა კი ამ ძვრებს ის შეხედულებები და კონსენსუსი, რაც საფუძვლად დაედო ათასწლეულის დეკლარაციას. წევრ სახელმწიფოებს შორის ძლიერი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს უამრავი იმ ფუნდამენტური საკითხის ირგვლივ, რომელთა გადასაჭრელადაც ეს ორგანიზაცია დაარსდა."

ორშაბთს გამართულ პრესკონფერენზციაზე, კოფი ანანმა გააკრიტიკა ცალმხრივი გადაწყვეტილებების ტენდენცია საერთაშორისო პოლიტიკაში და ირიბად, ამერიკის შეერთებული შტატების 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ საგარეო პოლიტიკურ კურსსაც შეეხო.

[კოფი ანანის ხმა] ნს 090865 "მე ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო უნდა მეტ ანგარიშს უნდა უწევდეს საერთაშარისო ვითარებას და თითეულის ინტერესებს. საჭიროა მეტი შეხების წერტილების მოძებნა და საერთო სტრატეგიის შემუშავება, ვიდრე რომელიმე ქვეყნის გარიყვა."

კოფი ანანი, რომლის სამშობლოც დასავლეთ აფრიკული სახელმწიფო განაა, განაცხადა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ ტერორიზმის წინააღდმეგ ბრძოლა პირველი რიგის საერთაშორისო ამოცანად აქცია. მაშინ, როც მსოფლიოს უფრო დიდ ნაწილისთვის პრობლემას სიღატაკე, ლოკალური ომები და ადამიანის უფლებათა დარღვევა წარმოადგენს. კოფი ანანმა ასევე გააკრიტიკა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, რომლებმაც, დაპირების მიუხედავად, თავი შიკავეს ჯარების გაგზავნისგან ლიბერიასა და კონგოში მომხდარი სიხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

წამყვანი: როგორც ცნობილია გაეროს გენერალურმა მდივანმა, გენერალურ ასამბლეაში მონაწილოების მისაღებად 191 ქვეყნის ლიდერი მიიწვია. ამერიკის შეერთბეული შტატების, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკვე გამოთქვეს თანხმობა ასამბლეაში მონაწილოების თაობაზე. ნიუ-იორკში ჩასვლა გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც გაეროს რეფორმირების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 10 წლის წინ ლაპარაკობდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG