აღმართული და სადაც სულ მცირე 2800 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ვინაიდან მოედნის აღდგენის ნაბიჯები სწრაფად იდგმება, სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება არა იმაზეა ფოკუსირებული, თუ რა იყო ადრე, არამედ იმაზე, თუ რა იქნება მომავალში.
რის გაკეთებას აპირებენ დანგრეული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის, ე.წ. "გრაუნდ ზეროს" ადგილზე ნიუ-იორკში?
შვიდი ჰექტარის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მსოფლის სავაჭრო ცენტრის ორი ცათამბჯენი იყო აღმართული, ჯერაც დიდ ცარიელ მოედანს წარმოადგენს. "გრაუნდ ზერო", როგორც ამერიკელებმა უწოდეს დანგრეული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შემდგომ დარჩენილ ღია სივრცეს, დიდ ტკივილთან ერთად იმედსაც იტევს.
11 სექტემბრის ტერაქტიდან ორი წლის შემდეგ, ტურისტები კვლავაც ჯგროდ გროვდებიან ტრაგედიის ადიგილზე და მათ ცნობისმოყვარეობას ოდნავადაც არ ანელებს ის ფაქტი, რომ სამშენებლო ღობის მიღმა მხოლოდ ამწე კრანების რკინის კონსტრუქციები და უამრავი ხარა-ხურა მოჩანს.
და მაინც რისი გაკეთებაა ჩაფიქრებული ქვედა მანჰეტენზე?
უკვე არსებობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის აღდგენის გეგმა, რომლის განხორციელებაზეც ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტიდან ათეულობით მილიარდი დოლარი დაიხარჯება. მაგრამ ეს უკვე აღარ იქნება მხოლოდ კომერციული პანორამა. ახალი კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში აღმართული იქნება ორი ტერაქტის, 2001 წლის 11 სექტემბრისა და 1993 მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა მემორიალი. ცალკე თანხები გამოიყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სატრანზიტო დამაკავშირებელი ქსელების აღდგენაზე. ჩაფიქრებულია კულტურული ობიექტების მშენებლობა.
როგორც გამოჩენილმა ნიუ-იორკელმა ისტორიკოსმა კენეტ ჯეკსონმა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტ რობერტ მაკმაჰონს განუცხადა, იგი დადებითად აფასებს ამ გეგმას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. "გრაუნდ ზერო "მოუშუშებელ ჭრილობად რჩება, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აღორძინებას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
[კემეტ ჯეკსონის ხმა] "უბედურების მასშტაბებს საზღავრი არა აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკი იწყებს რაღაცის გაკეთებას ამ ადგილას, ვინაიდან რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ცარიელი ადგილი მიწაზე, რომელიც ჩვენ დაკარგულს შეგვახსენებს. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ ქალაქის ეს რაიონი კიდევ ერთხელ ვაქციოთ დემოკარტიის, თავისუფლებისა და კაპიტალიზმის ისეთივე ცხოველმყოფელ ცენტრად, როგორც საუკუნეების განმავლობაში იყო".
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის რეკონსტრუქციის არაერთი პროექტი იქნა გამოტანილი საზოგადოების სამსჯავროზე. ამ წლის დასაწყისში კონკურსში გამარჯვებას მიაღწია პოლონეთში დაბადებული ამერიკელი არქიტექტორის დანიელ ლიბესკინდის პროექტმა, რომელიც ქვედა მანჰეტენის სილუეტზე აღმართულ 600 მეტრიან იმედის კოშკს წარმოადგენს. ცნობილ ესპანელ არქიტექტორს - სანტიაგო კალატრავას კი ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სატრანსპორტო ცენტრის პროექტზე მუშაობა დაევალა. ხოლო წლის ბოლოსთვის 5200 წარმოდგენილი ნამუშევრიდან შეირჩევა მემორიალის პროექტის ავტორი. რეკონსტრუქციის სამუშაოებს თვალყურს ადევნებს სამთავრობო კომისია, ქვედა მანჰეტენის განვითარების კორპორაცია, რომელმაც ბევრი კონსულტანტი მოიწვია, რათა "გრაუნდ ზეროს" ნაწილი კულტურულ კერად გადაქცეულიყო.
თუმცა, გამოითქმის შეშფოთებაც, რომ რეკონსტრუქციის ფერხულში შეიძლება იგნორირებული აღმოჩნდეს იმ ათასობით ადამინაის ხსოვნა, ვინც საავიაციო ტერაქტის დროს დაიღუპა და რომელთა ნეშტი ვერ იქნა ნაპოვნი ნანგრევების გაწმენდის დროს. "გარუნდ ზერო" ხომ ათასობით მსხვერპლის ერთგვარ სამარხს წარმოადგენს.
სხვები კი, ვინც ასევე დაკარგა საყვარელი ადამიანი, შვებას პოულობს იმაში, როცა წარმოიდგენს, თუ როგორ გარდაიქმნება ხსოვნისა და კულტურის კერად დანგრეული ცათამბჯენების შემდეგ დარჩენილი სივრცე.
ერთი მათგანია ნიკი სტერნი, რომლის მეუღლეც, ჯეიმს პოტორი ჩრდილოეთ ცათამბჯენის აფეთქების დროს დაიღუპა.
[ნიკი სტერნის ხმა] " მე ტკივილითა და მწუხარებით ვიხსენებ განვლილ ცხოვრებას, რომელსაც ვეღარასოდეს დავიბრუნებ. მაგრამ მე ასევე ვაცნობიერებ, რომ ბევრი ადამიანის ძველებური ცხოვრება დასრულდა ძალადობის აქტის გამო. ისინი ცდილოებენ ამის გაკეთებას - განსაცვიფრებლად მოულოდნელი და უცნაურია მცდელობა, - შეიცვალოს ცხოვრება."
ნიკი სტერნი ქვედა მანჰეტენის აღდგენის კორპორაციასთან არსებული ოჯახური სათათბიროს წევრია და თავის მოწოდება იმაში ჰპოვა, რომ ეხმარება სხვებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგეს ტერაქტის დროს და ჩაფლულია დანგრეული ღირსშესანიშნაობის აღდგენის პროცესში. მას სურს მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი იხილოს ფერფლიდან აღმდგარი, როგორც ჯანსაღი შრომის, განათლებისა და კულტურის კერა.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ზაფხულს, მუშები შეუდგებიან უმაღლესი შენობის, თავისუფლების კოშკის აგებას. პროექტის თანახმად, მშენებლობის დასრულება 2006 წლისთვის იგეგმება.