Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1973 წლის 11 სექტემბერი


პირადად მე კარგად მახსოვს, საქართველოს რადიო

ქალაქის ქსელით რომ გადასცემდა 1973 წლის 11 სეტქემბრის ამბებს, რა ხდებოდა ჩილის დედადაქალაქში - სანტი-აგოში. იქ სამხედრო ხუნტამ, ზუსტად 30 წლის წინ, არჩეული მთავრობა ჩამოაგდო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. ამბოხების მეთაური იყო პრეზიედენტის, სალვადორ ალიენდეს მიერ არმიის მეთაურად დანიშნული გენერალი პინოჩეტი, რომელიც შემდგომ ისტორიაში სისხლიანი დიქტატორის სახელით შევიდა. მაშინ, როცა ცივი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, დაპირისპირებული მხარეები სოლიდარობას უცხადებდნენ ხოლმე მათ მონათესავე ძალებს. ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა მარქსისტ ალიენდესთან, რომელიც, რომ არ ჩამოეგდოთ, შესაძლოა, ოდესმე საბჭოთა მთავრობისთვის იდეოლოგიურად მიუღებელი გამხდარიყო, როგორც არაერთი სხვა მარქსისტი თუ სოციალისტი, მაგრამ ჩამოაგდეს და თავი მოიკლა. ეს კი უკვე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საბჭოთა ადამინებს დამარცხებულ ჩილელებთან უზომო სოლიდარობის გრძნობა ჰქონოდათ. ჩილის ისტორია არჩეული მთავრობების და მათი შემდგომ სამხედრო ხუნტების მიერ ჩამოგდების ისტორიაა მეცხარამეტე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, როცა კოლონია დამოუკიდებელ ქვეყნად გადაიქცა. მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან დაიწყო საწარმოების და მიწის ხალხისთვის გადაცემის პროცესი პრეზიდენტ როდრიგესის დროს და მისი საქმე განაგრძო ქრისტიან დემოკრატმა ფრეი მონტალვამ. მემარცხენე ძალებმა, მათმა სახალხო კავშირმა "უნიდად პოპულარმა" გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და 1970-ში სალვადორ ალიენდე გახდა ქვეყნის მმართველი. ალიენდეს შესახებ ცნობილია ის, რომ ის იყო ექიმი, პოეტი და მარქსისტი. მაგრამ რას წარმოადგენდა ის, როგორც საიდუმლო მასონთა ლოჟის "პროგრესო ნომერო კვატროს" წევრი, რის ტიტულსაც ის ახალგაზრდობიდან, 1935 წლიდან ატარებდა, არ არის ცნობილი. ამ მცირე ინფორმაციას იძლევა შარშან გერმანიაში ალან ოსლოს ავტორობით გამოცემული წიგნი "მასონები". ალიენდემ სამ წელიწადს გაძლო პრეზიდენტის სკამზე, 1973წელს, როგორ გითხარით, ის ჩამოაგდეს. ალიენდეს შესახებ არაერთი წყარო იუწყება, რომ მოკლეს, მაგრამ უფრო გავრცელელუბლი, ასე ვთქვათ, ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. თავი მოიკლა, როცა მის ადგილსამყოფელს გარშემორტყმული მისი დამცველი არმიის ტანკები მის მტრად გადაიქცნენ და სამხედროები შენობაში შეიჭრნენ. ალიენდემ მათ დაასწრო და ცოცხალი ხელში არ ჩაუვარდა. გენერალმა პინოჩეტ უგარტემ გადაიბარა ქვეყნის მართვა, გააუქმა პარლამენეტი, გააუქმა სოციალური რეფორმები და დაერია ალიენდეს მომხრეთ. ეს უკანასკნელნი დღესაც ცხოვრობენ ჩილეში, უკვე არა დიქტატორულ, არამედ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც, თუმცა, კვლავაც პინოჩეტის კრონსტიტუცია აძლევს მიმართულებს. პინოჩეტის პეირიოდში დიქტატურამ გაანადგურა მემარცხენე ძალები, ბევრი დახვრიტეს, ბევრი უგზო- უკვლოდ დაიკარგა. მათი შთამომავლები დღესაც ელიან, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან. მაგრამ ვერ ხერხდება მთავარი დანაშავის - პინოჩეტის დასჯაც. 46 წლის ესპანელმა მოსამართლემ, ბალტაზარ გარსონმა 1998 წელს ბევრი საფიქრებელი გაუჩინა ჩილეს ყოფილ დიქტატორს. პინოჩეტს ცოდვად ადევს არა მხოლოდ თანამემამულეთა, არამედ ესპანეთის მოქალაქეების სიცოცხლეც. მისი ჩილეში დაკავება წარმოუდგენელი იყო, რადგან გენერლის გავლენა იქ კვლავაც დიდია. ამიტომ მას იუსტიცია ლონდონში ჩაუსაფრდა და საშინაო პატიმრობაშიც აიყვანეს. დიდი ბრძოლის შემდგომ, პინოჩეტის დაცვამ მიაღწია იმას, რომ გენერალს ავადმყოფობის გამო სამშობლოში წასვლის ნება მისცეს.
მაგრამ არ დაუხურავთ საქმე, რომლის თანახმად, პინოჩეტს ბრალდება ოპოზიციური ძალების წარმომადგენელების წამება და დახოცვა და მემარცხენეების დევნა სამხრეთი ამერიკის სამხედრო ქსელის მეშვეობით. სწორედ ამ უკანასკნელი ბრალდების თაობაზე, "ოპერაცია კონდორის" სახელით ცნობილი აქციის გარშემო სურდა გარსონს, თავის ფრანგ კოლეგა ქალთან, სოფი ელენ შატოსთან ერთად დაეკითხა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი. კისინჯერის დაკითხვის მოთხოვნა გარსონმა და შატომ ერთობლივად გადასცეს ბრიტანეთს, სადაც ის სტუმრობას აპირებდა. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბრიტანეთმა გამომძიებლებს უარი უთხრა, შეკითხები დაესვათ კისინჯერისთვის.

მოსამართლეებს კისინჯერის დაკითხვის სურვილი აღუძრა თვით ამერიკაში გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა, რომელშიც ჩანს, რომ მაშინ სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ნიქსონის მრჩეველი კისინჯერი - ის 1973 წელს სახელმწიფო მდივანი გახდა, როცა პინოჩეტმა სამხედრო პუტჩის მეოხებით ძალაუფლება ჩაიგდო ქვეყანაში, - ჩილელ გენერალს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირედ მიიჩნევდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ქსელის არსებობა, რომელსაც, ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა ჩილეს ხუნტა, კისინჯერმა კარგად იცოდა.
ჩილეს საზოგადოება დღესაც გაპობილია. ერთმანეთს ხვდებიან ხოლმე უწინდელი მტრები, დამარცხებულები და გამარჯვებულები. როგორც ალიენდეს ერთი მომხრე ამბობს, მას და მის თანამოაზრეებს შვილებისთვის ალიენდეს შესახებ შეუძლიათ ამბის მოყოლა, პინოჩეტის მომხრეებს კი მარადიული თავის მართლება ელით.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG