Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუხედავად ისრაელის მიმართ საერთაშორისო კრიტიკისა


მიუხედავად ისრაელის მიმართ საერთაშორისო კრიტიკისა სირიაზე თავდასხმის გამო,

მიუხედავად ისრაელის მიმართ საერთაშორისო კრიტიკისა სირიაზე თავდასხმის გამო,
ამ ქვეყნის პრემიერმა არიელ შარონმა თქვა, რომ ისრაელი მზად არის თავის მტრებს თავს დაესხას ყველგან და ყოველთვის. ეს მან იერუსალიმში სირიასა და ეგვიპტესთან იომ კიპურის ომის ოცდაათ წლისთავზე თქვა. მან იქვე თქვა, რომ ისრაელი თავდაცვისთვის მზად არის მაგრამ თავის მეზობლებთან დიალოგისთვისაც ღიაა.
დღესვე სირიის პრეზიდენტმა ბაშირ ალ ასადმა განაცხადა, რომ ისრაელი სირიის და დანარჩენი ახლო აღმოსავლეთის უფრო ფართო კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს. ვითარება დაიძაბა ახლო აღმოსავლეში, როცა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ისრაელ ჯარისკაცს ესროლეს და მოკლეს. ლიბანის მხარეს პატარა ბავშვი იქნა მოკლული, როცა ნაღმი სახლს მოხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ვითარების განხილვისთვის საჭიროა საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა. დღესვე პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა ჩამოაყალიბა 8 წევრიანი საგანგებო კაბინეტი, რომელსაც პრემიერი აჰმედ ყურეი ხელმძღვანელობს.


XS
SM
MD
LG