Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დედაქალაქის ცენტრში სასტუმრო "ბაღდადის"


ერაყის დედაქალაქის ცენტრში სასტუმრო "ბაღდადის" ახლოს, რომელშიც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობენ, კვირას ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომანქანა აფეთქდა.

ერაყის დედაქალაქის ცენტრში სასტუმრო "ბაღდადის" ახლოს, რომელშიც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობენ, კვირას ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომანქანა აფეთქდა.
ამერიკის არმიის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ პეტერ მანსურის თქმით, აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე, მათ შორის ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, მსუბუქად დაიჭრა. პეტერ მანუსრის ხმა: "ყველა დაზარალებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია, გარდა ერთი ამერიკელი ჯარისკაცისა, რომელიც მსუბუქად დაზიანდა, -შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია და მკურნალობა უტარდება. რამდენადაც მე ვიცი, თავად სასტუმრო "ბაღადადის" შიგნით არავინ დაღუპულა და შენობაც არ დაზიანებულა."კვირასვე, ქალაქ თიქრითში ორი ამერიკელი სამხედრო პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა, როდესაც მათი ტრანსპორტიორი ნაღმზე აფეთქდა.
XS
SM
MD
LG