დაახლოებით 10-მდე სასამართლო პროცესი გაიმართა, რაც სტატისტიკურად გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გასულ საპარლამენტო არჩევნებში. სასამართლოთა გადაწყვეტილებებში პროცენტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამამართლებელი განაჩენები ჭარბობს, თუმცა არის თითო-ოროლა გამონაკლისიც. თავის მხრივ, ამ გამონაკლისებითაც დასტურდება, რომ კანდიდატთა გარკვეული ნაწილი კომისიამ არჩევნებიდან პოლიტიკური მოტივით მოხსნა.
16 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ რამდენიმე პროცესი გაიმართა. მათგან დეპუტატობის კანდიდატობის რეგისტრაციის უფლება მხოლოდ ერთმა ადამიანმა - გელა გურასპაშვილმა მოიპოვა. იგი კასპის რაიონის მაჟორიტარია საარჩევნო ბლოკიდან, სახელწოდებით-"ეროვნული თანხმობა-იბერიის გაბრწყინება". გელა გურასპაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის საბაბად ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად გახსნილი ფონდიდან დანახარჯთა ანგარიშის წარუდგენლობას ასახელებდა. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, კანონის მიხედვით, იგი კასპის რაიონის საკრებულოს წევრი ვერ გახდებოდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, სასამართლო დარბაზში უპრეცედენტო ვითარება შეიქმნა, რადგან აღმოჩნდა, რომ ცესკოს მიერ კანდიდატის პროვოცირების მიზნით წარდგენილმა დოკუმენტმა, საბოლოოდ, მის სასარგებლოდ იმუშავა. როგორც ბლოკის წევრმა მანგული ხუბუამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ცესკომ გელა გურასპაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის 11 ოქტომბრის განკარგულებას საფუძვლად თურმე საოლქო კომისიის 12 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი დაუდო. შესაბამისად, სასამართლო იძულებული გახდა სიყალბე ეღიარებინა და გელა გურასპაშვილი კანდიდატად აღედგინა.
საქმის მოგების იმედი აქვს "მრეწველთა" პარტიასაც, რომელიც სასამართლოს ძალით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი განკარგულების გაუქმებას ცდილობს. ერთი ტყიბულის კანდიდატის, მეორე კი წალკის მაჟორიტარობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას ეხება. პოლიტიკური ასპექტი აქ განსაკუთრებით იკვეთება ტყიბულის შემთხვევაში, სადაც, ხელისუფლების მხარდაჭერით, ცნობილი ბონდო შალიკიანი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრაქტიკულად უკონკურენტებოდ დატოვა. მრეწველთა კანდიდატის თენგიზ ჭიქაბერიძის რეგისტრაციიდან მოხსნის ერთადერთ საფუძვლად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხარდამჭერთა 1000 კაციან სიაში რამდენიმე მხარდამჭერის ბინის ნომრის მიუთითებლობა დაასახელა.
[ზურაბ ტყემალაძის ხმა]"მე არ ვიცი, ვისი გულისთვის გააკეთეს ეს, შალიკიანის თუ... მაგრამ ჩვენს საზიანოდ რომ გააკეთეს, ფაქტია, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლოში ჭეშმარიტება გაიმარჯვებს. "
თელავის საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ჭონიშვილი გასაგები მიზეზების გამო ვერ იზიარებს სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით იმ ოპტიმიზმს, რომლითაც განმსჭვალულია ზურაბ ტყემალაძე, ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკური გაერთიანებისა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". ჭონიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი ის გახდა, რომ იგი წლების განმავლობაში "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორად მუშაობდა და ცნობილი იყო, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დაკვეთას არ შეასრულებდა.
[გიორგი ჭონიშვილის ხმა] "რა უნდა გითხრათ? ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ ჩემი ადვოკატები, პრაქტიკულად მოიგეს პროცესი, მაგრამ მოსამართლე როცა ამთქნარებს და არც ერთ კითხვას არა სვამს, სასამართლო პროცესის დროს თავის კოლეგებს ელაპარაკება და ეჭორავება, უკვე მივხვდი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო წინასწარ და, აბა, რა გითხრათ?!"