Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში ამერიკელ სამხედროებზე რამდენიმე


დღეს ერაყში ამერიკელ სამხედროებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა

დღეს ერაყში ამერიკელ სამხედროებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა
ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში, ერაყის პოლიციის ცნობით, ამერიკელების სამხედრო საგუშაგოს გაუხსნეს ცეცხლი, ხოლო ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის წინ აფეთქება მოხდა, მაგრამ არავინ დაშავებულა. ადგილობრივ ხელისუფალთა ცნობით, ამერიკელ ჯარისკაცებზე კიდევ ორი თავდასხმა მოხდა ქირქუქში. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არაა მიღებული ცნობა. ბაღდადში 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, როცა სამხედროების ბადრაგს დაუდგენელმა პირებმა საფარიდან გაუხსნეს ცეცხლი.
XS
SM
MD
LG