Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ერაყელი იქნა მოკლული და


სამი ერაყელი იქნა მოკლული და დაიჭრა ცხრა ადამიანი, მათ შორის ამერიკის ორი სამხედრო მოსამსახურე, ქალაქ მოსულში მომხდარი ორი შეიარაღებული შეტაკების დროს.

სამი ერაყელი იქნა მოკლული და დაიჭრა ცხრა ადამიანი, მათ შორის ამერიკის ორი სამხედრო მოსამსახურე, ქალაქ მოსულში მომხდარი ორი შეიარაღებული შეტაკების დროს.
ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ დააკავა ერაყის არმიის ორი ყოფილი გენერალი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კოალიციის ჯარისკაცებზე თავდასხმების ორგანიზებასა და დაფინანსებაში ქალაქ ელ-ფალუჯის რაიონში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ერაყში ძალადობის უკანასკნელი ტალღა არ დააშინებს მოკავშირეებს. ბლერის აზრით, თავდასხმები მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ ხორციელდება.
XS
SM
MD
LG