წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, დღევანდელ გადაცემას, როგორც ყოველთვის "მეათე სტუდიაში" განვაგრძობთ და თან განვაგრძობთ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების თემაზე საუბარს. ჯერ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორი შეიძლება იყოს მასმედიის თავისუფლების პერსპექტივა ასლან აბაშიძის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში - ამ საკითხზე რამდენიმე თბილისელი ჟურნალისტის მოსაზრებას მოისმენთ. გიამბობთ ასევე, რას ფიქრობენ არჩევნებთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტარი გია გვაზავა და პოლიტოლოგი გია ნოდია. ბოლოს კი შეიტყობთ, რა არის "არტ კოლონი", ან სპორტის რა სახეობაში ასპარეზობენ ქართველი ჭაბუკები, რომლებიც ამჟამად პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ. გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.
[მუსიკა]
აღოძინების შესაძლო გამარჯვება: საფრთხე სიტყვის თავისუფლებისთვის
წამყვანი:
საპარლამენტო არჩევნებზე აღორძინების კავშირის დეკლარირებულმა ხმებმა, რომელთაც ეს პარტია საარჩევნო ცხრილის მოწინავე ადგილზე გაიყვანეს, თავისთავად წარმოშვა კითხვა: რა პროცესები წარიმართება, რა კანონებს მიიღებენ საქართველოს პარლამენტში, სადაც, შესაძლოა, აღორძინების კავშირის პოზიცია გადამწყვეტი იყოს? დავით პაიჭაძე შეეცადა, კითხვა ცოტა შეეცვალა და უფრო დაეკონკრეტებინა. მან ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს ასეთი კითხვით მიმართა: როგორ გესახებათ მასმედიის თავისუფლების პერსპექტივა ასლან აბაშიძის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში?
მასმედიისა და სიტყვის თავისუფლების პრობლემებით დაინტერესებულ მსმენელს, შეიძლება ახსოვს, რა ისტორიები გადახდენიათ თავს ჟურნალისტებსა თუ მთელ მედიაორგანიზაციებს აჭარაში. სულ ბოლო გაზეთ ბათუმელების ამბავია, როცა მას აჭარის უზენაესმა სასამართლომ რეგისტრაცია გაუუქმა და ქონებაზე ყადაღა დაუდო. მაგრამ ახლა ეს იქით იყოს. გთავაზობთ ჩვენი თბილისელი კოლეგების მოსაზრებებს იმის თაობაზე, რა დაემართება მასმედიას, თუ საქართველოს ხელისუფლებაში წამყვან ადგილს აღორძინება დაიკავებს:
"ეს მედიისათვის ძალიან საშიში იქნება, რადგან თუ დღეს არსებული შედეგები ძალაში დარჩა, ანუ ხელისუფლებამ გაიმარჯვა (და აღორძინება იქნება პირველ ადგილზე თუ ხელისუფლების ბლოკი, ჩემთვის სულერთია: ორივე ერთად ქმნის სერიოზულ ძალას პარლამენტში. თვისებრივად ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან) - პირველ შეტევას მიიტანენ რუსთავი-2-ზე"."
ასე ფიქრობს გაზეთ 24 საათის კორეპონდენტი ეკა კვესიტაძე. მე დავუკავშირდი რუსთავის-2-საც და ჟურნალისტ ნათია ზამბახიძეს ვთხოვე, ეპასუხა კითხვისთვის. ნათიამ ასლან აბაშიძის მედიისადმი დამოკიდებულებას მტკივნეული უწოდა და დასძინა:
[ნათია ზამბახიძის ხმა] "საკმაოდ რთული დამოკიდებულება აქვს ნებისმიერ სიტყვასთან, რომელიც გადაიცემა ნებისმიერი საინფორმაციო საშუალებით ან იბეჭდება გაზეთებში. - კითხვა: ნათია, თქვენ ეს გიგრძვნიათ თქვენი ტელეკომპანიის მაგალითზე? - პირდაპირ თუ ირიბად გვიგრძვნია. ეს იყო გაღიზიანებული კომენტარები. ამის იქით არ წასულა."
ჟურნალ თავისუფლების რედაქტორმა თამარ კინწურაშვილმა გაიხსენა აჭარის პრესის კანონი, სასამართლო პროცესები აჭარაში მედიის წინააღმდეგ, თბილისელი ჟურნალისტების "შავი სია", რომელიც, თამარ კინწურაშვილის თქმით, ასლან აბაშიძეს შედგენილი აქვს და მითხრა, რომ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ელოდებათ ჟურნალისტებსა და, საერთოდ, სიტყვის თავისუფლებას.
[თამარ კინწურაშვილის ხმა] "მედიის ის საშუალებები, რომლებიც არალოიალუირად იყვნენ განწყობილი აბაშიძისადმი, ან დაიხურნენ, ან არის მცდელობა, ჩაახშონ ისინი. თუმცა, ცენტრში მაინც სხვა ვითარებაა და ვფიქრობ, ასეთ მასშტაბებს არ მიიღებს. შეზღუდვის მცდელობა უთუოდ იქნება და ეს მოხდება საკანონმდებლო დონეზე. მით უმეტეს, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის მუხლების გამკაცრებას ჩვენი პარლამენტი აბაშიძის გარეშეც ცდილობდა".
უაღრესად მკაფიო და მოკლე პასუხი გამცა ჟურნალ "იმიჯის" ჟურნალისტმა ირინია ჭელიძემ კითხვაზე, რა მოხდება, თუ ასლან აბაშიძე და აღორძინება მოექცევიან საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების სათავეში, რა დაემართება სიტყვისა და პრესის თავისუფლებას:
[ირინა ჭელიძის ხმა] "იქვე მოკვდება. საშინელება იქნება, რა კომენტარი უნდა მაგას: თავისუფლება მოკვდება იქვე: აღორძინება რომ გავიდეს პირველ ადგილზე და დაუმტკიცონ ეს პირველი ადგილი, არა მგონია, ამ პირობებში იყოს რამე თავისუფლება, არა მარტო მედიის".
რადიო მწვანე ტალღის ხელმძღვანელმა, მაკა ჯახუამ კი ჯერ საერთოდ უარი მითხრა, დაენახა ასეთი პერსპექტივა:
[მაკა ჯახუას ხმა] "არ უნდა დაუშვას არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ, რომ, საერთოდ, აჭარიდან ხმები დაითვალოს და ვინმემ იფიქროს იმაზე, თუ მერე რა მოხდება. თავისთავად, ჩვენ რომ ამ კითხვას ვსვამთ, უკვე არასწორად მიმაჩნია. ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ არ არის დაჟინებული მოთხოვნა, რომ საერთოდ გაუქმდეს ეს ხმები. არავითარ საშიშროებას არ ვხედავ აბაშიძის მუქარაში, რომ აჭარა გავა. ეს მითია, არაფერი არ გამოუვა. სად წავა?! იქ არის ხალხი. ეს არ არის აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. მიკვირს ისიიც, რომ დამკვირვებლები, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლები, ერთხმად არ ამბობენ, რომ ეს ხმები გასაუქმებელია. თუ მაინც მეკითხებით, გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, არავისთვის კარგი არ იქნება, მით უმეტეს, თავისუფალი პრესისთვის, არც ჩვეულებრივი მოქალაქისათვის და არაფერ პროგრესულს ამ ქვეყანაში ეს დადებით შედეგს არ მოუტანს. მოიტანს ყველაზე უარყოფით ეფექტს, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო".
ასეთი მოლოდინები აქვთ ჩვენს კოლეგებს, ყოველ შემთხვევაში მათ ნაწილს. რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას, ამას, ახლო მომავალში, ალბათ, მისი რეაქცია უჩვენებს.
დავით პაიჭაძე რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები და ახლადარჩეულ პარლამენტში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები
წამყვანი:
როგორ აფასებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტაციაში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესს, არჩევნების შედეგებს, შემდგომ განვითარებულ მოვლენებს?
უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს აფხაზეთის პრობლემის გადაჭრაში ახლადარჩეული პარლამენტისგან?
ამ საკითხების შესახებ მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გია გვაზავა, რომელსაც გიორგი კაკაბაძე ტელეფონით ესაუბრა.
გიორგი კაკაბაძე:
გია გვაზავას აზრით, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით მეტი დარღვევით გამოირჩეოდა. თუმცა, იგი ეჭვობს, რომ კანონის დარღვევის გამო ვინმეს სერიოზულად დასჯიან.
"და მაინც შედეგები მეტ-ნაკლებად ობიექტურად ასახავს სინამდვილეს, რადგან რეგიონების ნაწილში კვლავინდებურად ძლიერია მმართველი ძალის გავლენა.", - ასე ფიქრობს პარლამენტარი.
როგორ აფასებს ბატონი გია 2 ნოემბრის შემდეგ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. აგრეთვე, არჩევნების შედეგების გადახედვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რითაც "ნაციონალური მოძრაობისა" და "ბიურჯანაძე-დერმოკრატების ბლოკის" ლიდერები გამოდიან:
[გვაზავას ხმა] "მოთხოვნაც შეიძლება, ფორმებიც, ალბათ, მისღებია; მაგრამ პროტესტის სამშვიდობო ფორმები, რადგან თუ მართლაც მოხდა არეულობა, ეს საქართველოს საგრძნობლად დახევს უკან და ტერიტორიულ მთლიანობაზე საერთოდ ზედემეტი იქნება ლაპარაკი. მაგრამ ამავე დროს მთავრობამაც უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები"
გია გვაზავას აზრით, საქართველოს მთავრობა ღრმად უნდა ჩაიფიქრდეს მომხდარს, რადგან, როგორც იგი ამბობს, ამგვარი სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში მმართველი ძალის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა და უფრო დიდ პროტესტს გამოიწვევს საზოგადოებაში.
პარლამენტში ოპოზიციური ძალების მოსვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ
მეტ-ნაკლებად მკაფიო ზღვრის გავლება სამთავრობო და ოპოზიციურ ძალებს შორის შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მუშაობას შეუდგება და ორგანული კანონების მიღებას დაიწყებს, რისთვისაც ხმათა უმრავლესობაა საჭირო. გია გვაზავას თქმით, "პარლამენტისთვის დამახსიათებელი გარიგებები კარგად გამოავლენს როგორც სამთავრობო ძალის მხარდამჭერებს, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს".
და მაინც რომელი ძალების გაერთიანებაა სავარაუდო დღესდღეობით და შეიქმნება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა?
[გვაზავას ხმა] "ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადასახედიდან "ლეიბორისტები","აღორძინება" და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში იქნება, სამთავრობო ბლოკის გარშემო გაერთიანდება. როგორც ჩანს, ასევე ერთად იქნებიან ოპოზიციური ძალები "ნაციონალებისა" და "ბურჯანაძე-დემოკრატების" სახით.
რაც შეეხება უმრავლესობას, უკვე ჩანს, რომ იგი სამთავრობო ბლოკის გარშემო შეიქმნება. ამის შემდეგ კი პარლამენტში დაიწყება ურთიერთობების დახვეწის პროცესი."
როგორც ცნობილია, წინა მოწვევის პარლამენტში აფხაზეთისა დეპუტაციასა და აჭარელ პარლამენტარებს შორის ერთი-ორჯერ კონფლიქტური სიტუაცია ჩამოვარდა. მაგრამ, როგორც გია გვაზავა ამბობს, ეს სულაც არ ნიშნავს მათ შორის თანამშრომლობაზე უარის თქმას. მაგალითად, აფხაზეთის დეპუტაცია იზიარებს დეცენტრალიზაციის იდეას, მაგრამ არა იმ ფორმით, რომელიც დაარღვევს ტერიტორიულ მთლიანობას და დაშლის ქვეყანას.
ბუნებრივია, რომ პარლამენტართან საუბარში აფხაზეთის პრობლემასაც შევეხე. ბატონი გიას აზრით, ახლადარჩეული პარლამენტი ვერ შეძლებს რადიკალური ცვლილებების შეტანას ამ პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ, მისი თქმით,
აუცილებელია მიღებული დადაგენილებებისა თუ გადაწყვეტილებების ამუშავება, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა მეტწილად დამოკიდებული".
გია გვაზავა სახალხო დიპლომატიის წარმატებებსაც აღნიშნავს:
[გვაზავას ხმა] "კარგად ვიცი, რომ ხალხის დონეზე დიდი პრობლემები არ არსებობს. არა ერთხელ შევხვედრივარ და მისაუბრია აფხაზეთში მცხოვრებ სეპარატისტულად განწყობილ ადამიანებთან, რომლებიც თბილისში ჩამოდიან. ისინი თანდათანობით მიდიან იმ აზრამდე, რომ ჩვენს გარეშე ცხოვრება პრაქტიკულად, ძალიან ძნელი იქნება. თუმცა, აფხაზეთში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ. ამ ხალხის ჩამოშორებაა საჭირო, აფხაზეთში ჩასატარებელია საპრეზიდენტო არჩევნები და კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი".
ახლადარჩეულ პარლამენტში აფხაზეთის პრობლემის გარშემო თანამშრომლობასთან დაკავშირებით გია გვაზავა ამბობს, რომ აფხაზეთის დეპუტაცია იმუშავებს ყველა იმ ძალასთან, როგორც სამთავრობოსთან, ისე ოპოზიციურთან, რომელიც საღ პოზიციაზე იდგება.
შეიცვლება თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი
წამყვანი:
განვაგრძობთ საპარლამენტო არჩევნების თემას - რეკომენდაციებში, რაც 2 ნოემბრის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქვეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა, საარჩევნო სიების მოწესრიგების აუცილებლობის გვერდით ფიგურირებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლაც. შეგახსენებთ - ცენტრალური საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით დაკომპლექტების პრინციპი საქართველოში დაახლოებით 3 წლის წინ განიხილებოდა. ამავე პრინციპს უჭერს მხარს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი გია ნოდია, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის თხოვნით, ჩაატარამვლევა საქართველოში საარჩევნო პროცესების შესახებ. გია ნოდიას თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.
იხ. აუდიო-ვერსია
წამყვანი:
ასე ფიქრობს გია ნოდია, რმოელსაც რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში თამარ ჩიქოვანი ესაუბრა. ახლა კი დროა, გამოვეთხოვოთ არჩევნების თემას - მეათე სტუდიის დარჩენილი ნაწილი ხელოვნებასა და სპორტს ეთმობა. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.
[მუსიკა]
"N"-გალერეა და თამარ კვესიტაძე "არტ კოლონზე"
წამყვანი:
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობათა შორის "არტ კოლონი" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტიანია. წლევანდელ, რიგით 37-ე გამოფენა-ბაზრობაზე, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნში 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 250 გალერეა იყო წარმოდგენილი. სასიამოვნოა, რომ მათ შორის გახლდათ თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე "N"-გალერეა, რომელმაც თანამედროვე ხელოვნების ამ ფორუმზე გერმანიაში ჩაიტანა თამარ კვესიტაძის რამდენიმეფიგურიანი ნამუშევარი სახელწოდებით "ნომრის ინსტალაცია, ანუ სივრცის გამოთვლა". "მეათე სტუდია" დაინტერესდა, რას წარმოადგენდა ეს პროექტი. ამის გასარკვევად დავით კაკაბაძემ კიოლნში დაურეკა ინსტალაციის ავტორს.
დავით კაკაბაძე:
სანამ თამარ კვესიტაძესთან საუბრის ნაწყვეტებს მოგასმენინებდეთ, მინდა შევასრულო მისი თხოვნა და მსმენელს დასაწყისშივე ვუთხრა, რომ მასთან ერთად პროექტზე მუშაობდნენ ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე და კონსტრუქტორი პაატა სანაია. რაც შეეხება თვით ინსტალაციას, მის შესახებ თვითონ მხატვარი გიამბობთ:
[თამარ კვესიტაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია
"გზამ" რომ ბევრს აგრძნობინა რაღაც, იმ დიდი გამოხმაურებითაც ჩანს, რომელიც თამარ კვესიტაძის ნამუშევარს გამოფენა-ბაზრობის დამთვალიერებელთა შორის მოჰყვა. კოლექციონერები და კრიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ იმ გარემოებას, რომ, ზოგადად, გამოფენა-ბაზრობების და, კერძოდ, "არტ კოლონის" კომერციალიზაციის ფონზე თბილისის "N"-გალერეის მიერ წარმოდგენილი ინსტალაცია აშკარა კონტრასტს ქმნიდა. მაგრამ დიდი ინტერესისა და "N"-გალერეის სტენდთან დამთვალიერებელთა თითქმის გამუდმებული რიგების მიუხედავად, ინსტალაცია გაუყიდავი დარჩა. და, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ასე სურდა თამარ კვესიტაძის აგენტსა და სპონსორს, შვეიცარიის ფირმა "საიკატის" პრეზიდენტს დმიტრი ვიხოვსკის. როგორც ინსტალაციის ავტორმა მითხრა, მან ყოველ ცალკეულ ფიგურას არარეალური ფასი - 25 ათასი ევრო დაადო, რათა იმთავითვე დაეფრთხო პოტენციური მყიდველი. გაირკვა, რომ დმიტრი ვიხოვსკის სურს, თამარ კვესიტაძის ეს ინსტალაცია სხვაგანაც გამოფინოს. შესაძლოა, მოსკოვში, ან სულაც შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამოფენა-ბაზრობა იმართება.
ცნობისმოყვარეობამ მძლია და დავინტერესდი, როგორ ხდება ნამუშევრებისთვის ფასის დადება, ანუ ვინ წყვეტს, რა ეღირება ესა თუ ის ნაწარმოები: ხელოვანი თუ მისი აგენტი.
[თამარ კვესიტაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია
როგორც თამარ კვესიტაძემ მითხრა, დმიტრი ვიხოვსკის ერთ-ერთი გატაცება შუშაა. და საკუთარ ნიჭთან ერთად, ქართველი მხატვარი ამ სფეროში თავისი აგენტის გათვითცნობიერებულობასა და კონტაქტებს უნდა უმადლოდეს იმ კონტრაქტს, რომელიც მან საფრანგეთის ერთ-ერთ უძველეს და ერთ-ერთ ყველაზე სახელმოხვეჭილ კომპანიასთან, "დომთან" გააფორმა. 1875 წელს დაარსებული ეს კომპანია მალე სერიულ წარმოებაში ჩაუშვებს ქართველი ხელოვანის ორ ფიგურას.
ჩვენი საუბრის ბოლოს მხატვარს ვკითხე, რას აძლევს მას, როგორც შემოქმედს, საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის პირუთვნელი აზრის მოსმენა ყოფილა, რასაც თბილისში, სამწუხაროდ, მოკლებულია.
[თამარ კვესიტაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია
კარგია, როცა ეს იცი. კარგია, როცა იცი, რა არის საჭირო ახალი მწვერვალების დასაპყრობად. თორემ სხვაგვარად მწვერვალზე ასვლა კი არა, უბრალოდ, ნაბიჯის გადადგმაც გაგიჭირდება.
დავით კაკაბაძე ესაუბრებოდა გერმანიის ქალაქ კიოლნში ჩატარებული გამოფენა-ბაზრობის მონაწილეს თამარ კვესიტაძეს. სხვათა შორის, წლეულს "არტ კოლონზე" კიდევ ერთი ქართველი ხელოვანის, თამარ ხუნდაძის ნამუშევრებიც იყო გამოფენილი. ერთ-ერთ უახლოეს "მეათე სტუდიაში" გერმანიაში მოღვაწე ამ მხატვარსაც წარმოგიდგენთ.
19-ტ წლამდე ასაკის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი ფლორბოლში
წამყვანი:
ამ დღეებში პრაღა ერთ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, მაგრამ ვერ ვიტყვი ასპარეზობა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ითქვა, მსოფლიო მასშტაბისაა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდეს. მიზეზი ალბათ ის უნდა იყოს, რომ საქმე სპორტის ნაკლებად ცნობილ სახეობას, ფლორბოლს და თან იუნიორთა ასპარეზობას ეხება. მაგრამ ჩვენთვის, პრაღაში მყოფ ქართველებს ვგულისხმობ, ფლორბოლისტების ეს ჩემპიონატი ძალიანაც მნიშვნელოვანია - მასში ხომ საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს! უნდა გამოვტყდე, რომ მხოლოდ ამ მიზეზის გამო მივედი ფლორბოლისტების მატჩზე: 19-ტ წლამდე ასაკის ქართველი ჭაბუკები პოლონეთის ნაკრებს ეთამაშებოდნენ.
ჯერ ზოგადი ინფორმაცია ფლორბოლის შესახებ: წარმოიდგინეთ ჰოკეის მსგავსი თამაში, ოღონდ არა ციგურებით და ყინულზე, არამედ სპორტული ფეხსაცმლით ჩვეულებრივ სპორტულ დარბაზში. შაიბის ნაცვლად პატარა თეთრი ბურთით თამაშობენ. მატჩი სამი 20-წუთიანი პერიოდისაგან შედგება. თითოეულ გუნდს მოედანზე 6 კაცი გაჰყავს, მათ შორის, ცხადია, თითო-თითო მეკარე. ასევე ცხადია გუნდების მიზანი: რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანოს მოწინააღმდეგის კარში. სულ ეს არის - ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, საკმარისია ფლორბოლის თამაშის წარმოსადგენად.
ხუთშაბათს პრაღაში, ადგილობრივი დროით 11 საათზე საქართველო-პოლონეთის შეხვედრას ასე, 250 კაცი თუ ესწრებოდა. მათ შორის ქართველი მაყურებლების რიცხვი კი, როგორც დავასკვენით ორით შემოიფარგლებოდა... თუმცა, ეს ორი ადამიანი (ჩემი კოლეგა დავით კაკაბაძე და თქვენი მონამორჩილი) დიდი მონდომებით ვიცავდით ქართველი გულშემატკივრების ღირსებას.
სამწუხაროდ, საქმეს ვერც ჩვენმა მონდომებამ უშველა და ვერც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანმა - ქართველი სპორტსმენების მონდომებამ. მათ თავი ნამდვილად არ დაუზოგავთ, რომ იტყვიან იბრძოლეს - მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის...
პოლონეთის გუნდი პრაღაში იუნიორთა ჩემპიონატის ფავორიტებს მიეკუთვნება. თან მას სათადარიგო სკამზე 15 კაცი მაინც ჰყავდა, რაც ფლორბოლისნაირ დინამიურ, უაღრესად სწრაფ თამაშში ძალიან მნიშვნელოვანია: სპორტსმენი განუწყვეტელი სირბილით უბრალოდ იღლება და შიგადაშიგ ერთი-ორი წუთით მაინც უნდა დაისვენოს. ქართველების სათადარიგო სკამზე კი სულ 5 ჭაბუკი იჯდა. ოთხშაბათს პოლონელმა ფლორბოლისტებმა უნგრელები დაამარცხეს ანგარიშით 19:1, ხუთშაბათს კი საქართველოს ნაკრებს 23:0 მოუგეს. ქართველი სპორტსმენები, რასაკვირველია, ძალიან გულდაწყვეტილი დარჩნენ: საქართველოს ფლორბოლის ასოციაციის პრეზიდენტს, როლანდ ამაღლობელს არ დაუმალავს, რომ ასეთ მარცხს არ მოელოდა, მაგრამ:
[როლანდ ამაღლობელის ხმა] იხ. აუდიოვერსია
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველი ჭაბუკების პრაღაში ჩამოსვლა - მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში, ანუ მსოფლიოს 16 რჩეულ გუნდს შორის ყოფნა, თავისთავად, დიდი წარმატებაა ...

იმედია, მალე მართლაც ასე იქნება, რათა ფლორბოლის მოყარულებმა შეძლონ, თვალი ადევნონ ქართველი სპორტსმენების თამაშს. ამ სპორტსმენებს შორის არის 19-ტ წლამდე ასაკის ჭაბუკთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზურაბ გოგობერიშვილი. მას ვკითხე, რამ დააინტერესა ფლორბოლით ქვეყანაში, სადაც სპორტის არაერთი სხვა სახეობა - თუნდაც ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა, გაცილებით უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ...
[ზურაბ გოგობერიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია
პოლონელები კი, როგორც ზურაბ გოგობერაშვილმაც თქვა, ფავორიტებად ითვლებიან და მათ საკმაოდ შთამბეჭდავი მიზნები აქვთ დასახული. ეს პოლონეთის იუნიორთა ნაკრების მწვრთნელის, მარეკ ბუჯინსკისაგან შევიტყე: [მარეკ ბუჯინსკის ხმა] "ჩემი მიზანია მინიმუმ - მედლის მოპოვება. მაქსიმუმ კი საუკეთესოთა ოთხეულში "ა ჯგუფში" გადასვლა. ვფიქრობ, ამას შევძლებთ: "ა ჯგუფის" გუნდებიდან წელს სამჯერ დავამარცხეთ ლატვია, ხოლო ჩეხეთის ნაკრებთან მცირე ანგარიშით დავმარცხდით. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვხედავ სულ ახალგაზრდა ბიჭები არიან, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლონ. გარდა ამისა, სათადარიგო შემადგენლობა მეტისმეტად მცირერიცხოვანი ჰყავთ - ათი მოთამაშით მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ვერ მოიპოვებ".
მცირერიცხოვანი შემადგენლობა საქართველოს იუნიორთა ნაკრებს, მართლაც ძალიან ურთულებდა საქმეს, მაგრამ ბიჭები ძალიან მონდომებული იყვნენ: არ იზარებდნენ ბრძოლას თითქმის ნაღდად დაკარგული ბურთისთვისაც კი და თუ ასე გააგრძელეს, ვფიქრობ, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს: გამარჯვებასაც ახლო მომავალში მოიპოვებენ, ცხადია, უფრო მრავალრიცხოვანი გუნდით. ახლა კი მამუკა ლომიძე იყო ერთადერთი მეკარე ქართველი ფლობოლისტების კარში
[მამუკა ლომიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია
წამყვანი:
დღეს ფლორბოლზე საუბრით ვამთავრებთ ყოველკვირეულ რადიოჟურნაო "მეათე სტუდიას" და მასთან ერთად დღევანდელ გადაცემას. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვებოდა.