თავისუფლების მოედანს ემატებიან ოპოზიციის მომხრეები. როგორ აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია მონაპოვრის შენარჩუნებას?
თავისუფლების მოედანზე და პარლამენტის შენობის წინ წუთით არ წყდება მანქანების გაბმული საყვირი, დროშების ფრიალი და საყოველთაო სიხარული. ათიათასობით სრულიად უცნობი ადამიანი ერთმანეთს ულოცავს საქართველოს გათავისუფლებას ტირანიისა და დიქტატურისაგან. თუმცა თავად პარლამენტის შენობაში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე გამოვიდნენ ეიფორიიდან და შენობების დასაცავად სერიოზულად ემზადებიან. აქ ყოველ წუთს ვრცელდება ახალი ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ედუარდ შევარდნაძის მომხრე ზოგიერთი აქტივისტი და ომის ვეტერანი აპირებს პროვოკაციების მოწყობას. პარლამენტის შენობის დაცვას ხელმძღვანელობს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე, რომლის უშუალო მეთაურობითაც აჯანყებულთა ერთმა ნაწილმა პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შეღწევა შეძლო.
[გიორგი ბარამიძის ხმა] "კანცელარიის თანამშრომლები უკვე გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე. იქ არიან კანცელარიის უფროსი პეტრე მამრაძე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი, რომლებიც ეთანხმებიან იმას, რომ შევარდნაძის განკარგულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ არათუ ამორალურია, არამედ სრულიად უსაფუძვლოც."
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არმიისა და პოლიციის პირადი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა მათ უჭერს მხარს. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რევოლუციის მონაპოვრის შენარჩუნებას ის ისევ ხალხს აკისრებს.
[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ამ მონაპოვრის შენარჩუნება, ცხადია, დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ იმ ხალხზე, ვინც აღიდგინა თავისუფლება. მე მხედველობაში მყავს ხალხი. მე მოვუწოდებ მთელი საქართველოს მოსახლეობას, მრავლად მოვიდნენ პარლამენტისა და კანცელარიის წინ, რადგან მათი აქტიური მხარდაჭერა არის იმის სერიოზული გარანტია, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯების გადადგმას."
ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთვის ემზადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. ბურჯანაძის თქმით, ისინი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ რუსეთი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და გამოთქვამს მზადყოფნას, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, პოზიტიური წვლილი შეიტანოს საქართველოში შექმნილი კრიზისული სიტუაციის განმუხტვაში.