Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალერი ხაბურძანია საქართველოში ტერაქტების საფრთხის


ვალერი ხაბურძანია საქართველოში ტერაქტების საფრთხის გამო მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. უშიშროების მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა,

ვალერი ხაბურძანია საქართველოში ტერაქტების საფრთხის გამო მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. უშიშროების მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა,
რომ მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ხალხმრავალ ადგილებში, რკინიგზის სადგურებსა და მათს მიმდებარე ტერიტორიებზე, ბაზრობებზე, მეტროს სადგურებში, სტადიონებზე, კინოთეატრებში... ყურადღება უნდა გამახვილდეს ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებულ საეჭვო ნივთებზე, ბანდეროლებზე, ჩანთებზე. ხოლო თუ აღმოჩნდა ასეთი ნივთები, უშიშროების მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, მათ არ შეეხონ, არ გადააადგილონ და დაუყოვნებლივ აცნობონ უშიშროების სამინისტროს ადგილობრივ განყოფილებებს, ან მის ცენტრალურ აპარატს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებზე 99 57 84, ან 95 36 53.
XS
SM
MD
LG