თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ მომავალ არჩევნებში "სამართლიანი არჩევნების" შედეგები შეიძლება ობიექტურობას მოკლებული იყოს. შესაბამისად, გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც "სამართლიანი არჩევნების" ჩანაცვლებას ცდილობენ.
"სამართლიანი არჩევნების" მიერ 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები არაერთმა პოლიტიკოსმა დააყენა ეჭვქვეშ. ეს შედეგები უნდობლობას თუნდაც იმიტომ იწვევდა, რომ ის სრულყოფილად ვერ ასახავდა საქართველოს ყველა უბნის სურათს.
[ნანან კაკაბაძის ხმა] "ის დარღვევები, რაც ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, არ გაჟღერებულა არც ერთი დამკვირვებლის, არჩევნების მონიტორინგის არც ერთი დამკვირვებლისგან. ამიტომ ეჭვს ბადებს ჩვენში, რომ ეს არ იყო მიუკერძოებელი და ნეიტრალური მონიტორინგი."
ამბობს ნანა კაკაბაძე, რომელიც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის". სავარაუდოა, რომ მსგავსი ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდება ზურაბ ჭიაბერაშვილის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ. სწორედ ამიტომ, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ობიექტური სურათის დასახატად, შეიმჩნევა "სამართლიანი არჩევნების" ჩანაცვლების მცდელობა.
4 დეკემბერს აქამდე უცნობმა არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებრივმა შტაბმა 4 იანვრის არჩევნების მონიტორინგის სურვილი და მზაობა გამოთქვა. ეს შტაბი 20-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, თუმცა მათი საქმიანობა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. შტაბის ერთ-ერთი ლიდერის, დათო ლილუაშვილის, განცხადებით, მათ აქვთ არჩევნების მონიტორინგის გამოცდილება და დარჩენილ ერთ თვეში იმ სამუშაოს შესრულებასაც შეძლებენ, რასაც "სამართლიანმა არჩევნებმა" თითქმის 1 წელი მოანდომა. ეს კიდეც რომ შეძლოს ამ ახალმა შტაბმა, მის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგები არანაკლებ საეჭვო იქნება, ვიდრე "სამართლიანი არჩევნების" შედეგები იყო, თუნდაც შტაბის ლიდერთა პოლიტიკური განწყობის გამო.
[დათო ლილუაშვილის ხმა] "აღნიშნული შტაბის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მხარდაჭერა დემოკრატიული ოპოზიციური ძალებისა, რომლებიც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ ღირსეულად წარდგნენ. მოცემულ ეტაპზე ჩვენი შტაბი შედის ახალ ეტაპზე, რაც ითვალისწინებს აქტიური მონაწილეობის მიღებას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი კონტროლი, მონიტორინგი."(სტილი დაცულია)
საყურადღებოა, რომ ამ შტაბში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს თბილისის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭო, რომლის ლიდერი მზია ალავიძე კატეგორიულად უარყოფს მისი ორგანიზაციის რაიმე კავშირს საკრებულოს თავმჯდომარესა და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილთან. ეს - იმისდა მიუხედავად, რომ დათო ლილუაშვილს არ დაუმალავს შტაბის სიმპათიები.
ფარ-ხმალს არ ყრის "სამართლიანი არჩევნებიც" და ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კვლავ აპირებს პარალელური დათვლის კამპანიის გაგრძელებას. დაეხმარება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციათა ეს აქტივობა საზოგადოებას მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ობიექტურობა ირწმუნოს, 4 იანვრის შემდეგ განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს.