Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში კვირას 7 რუსი პოლიციელი


ჩეჩნეთში კვირას 7 რუსი პოლიციელი დაიღუპა.

ჩეჩნეთში კვირას 7 რუსი პოლიციელი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესი" ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 5 პოლიციელი მეამბოხეებთან შეტაკებაში იქნა მოკლული, ორის სიცოცხლე კი მათი ავტომანქანის ნაღმზე აფეთქებამ შეიწირა. ამავე წყაროს ცნობით, კვირას მეამბოხეებმა იერიშები განახორციელეს რუსეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გახსნილ სულ ცოტა 2 საარჩევნო უბანზე. დაჭრილია ერთი ჩეჩენი პოლიციელი. გასული დღე-ღამის მანძილზე პოლიციამ ჩეჩნეთში მეამბოხეებთან კავშირში ეჭვმიტანილი 100-მდე ადამიანი დააკავა.
XS
SM
MD
LG