Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინასწარი


რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინასწარი შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს "ერთიანი რუსეთი".

რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინასწარი შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს "ერთიანი რუსეთი".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შორეულ აღმოსავლეთში ხმების სულ 2,4 პროცენტის დათვლამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 36 პროცენტზე მეტი მიემხრო "ერთიან რუსეთს", რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი პარტიაა. მეორე ადგილზეა ულტრა-ნაციონალისტ ვლადიმირ ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ხმების 15,6 პროცენტით. მას მოჰყვება კომუნისტური პარტია - 13,2 პროცენტი. განსხვავებული შედეგი აჩვენა ხმების დამოუკიდებელმა დათლვამ, რომელსაც "საზოგადოებრივი აზრის ფონდი" აწარმოებს. მისი ინფორმაციით, რომელიც მოპოვებულია ხმების გეოგრაფიულად უფრო ფართომსაშტაბიანი დათვლის მეშვეობით, მართალია, ლიდერობს "ერთიანი რუსეთი", მაგრამ მეორე ადგილზე არიან არა ლიბერალ-დემოკრატები, არამედ კომუნისტები. მათ გარდა არჩევნებში კიდევ 20-მდე პარტია და ბლოკი მონაწილეობდა. მაგრამ ვარაუდობენ, რომ სულ 5 პარტია თუ გადალახავს პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელ 5-პროცენტიან ბარიერს.
XS
SM
MD
LG