Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული ქვეყნის


აზერბაიჯანში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
დაკრძალვა ორშაბათს, 15 დეკემბერს გაიმართება. ჰეიდარ ალიევი 12 დეკმბერს გარდაიცვალა ამერიკის ქალაქ კლივლენდის კლინიკაში, სადაც 6 აგვისტოს მოათავეს დიაგნოზით: "გულის მწვავე უკმარისობა". საბჭოთა პერიოდში ჰეიდარ ალიევი ათ წელიწადზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის კომპარტიას. 1982 წელს იგი საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცეკას წევრი გახდა, ხოლო 1987 წელს ალიევი მიხაილ გორბაჩოვმა დაითხოვა.
1993 წელს ჰეიდარ ალიევი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტად აირჩიეს.
XS
SM
MD
LG