Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე ოპერაცია განახორციელეს


ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე ოპერაცია განახორციელეს ერაყში იმ პირების დასაკავებლად,

ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე ოპერაცია განახორციელეს ერაყში იმ პირების დასაკავებლად,
რომლებიც კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებზე აწყობენ თავდასხმებს. ჯარის სარდლობის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ერაყის სადაზვერვო უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი და რამდენიმე წევრი ექსტრემისტული დაჯგუფებისა, რომელიც ამერიკელების მიერ ძებნილ, ერაყის დამხობილი მთავრობის წევრთან, აზათ იბრაჰიმ ალ-დურისთანაა დაკავშირებული. ამასობაში იუწყებიან, რომ ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში გავლენიანი ადგილობრივი მოსამართლე, ეთნიკური ქურთი იუსეფ ხოში მოკლეს. დაუდგენელმა პირებმა გამვლელი ავტომანქანიდან ექვსჯერ ესროლეს ქუჩაში იუსეფ ხოშის.
XS
SM
MD
LG