Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თბილისში


საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თბილისში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი,

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თბილისში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი,
რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ინაუგურაციის ცერემონიამდე, ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს სჭირდება იყოს მეტად თავშეკავებული რუსეთის სამხედრო ბაზების მისი ტერიტორიიდან გაყვანის მოთხოვნისას. ამასთან პაუელის თანახმად, ის მოსკოვში მოლაპარაკებებზე ხვალიდან, რუსეთის ხელისუფლებას საქართელოს მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზეც დაელაპარაკებაზე. კოლინი პაუელმა საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ის პრეზიდენტის მიპატიჟება გადასცა: [პაუელის ხმა] "პრეზიდენტი ბუში მოუთმენლად ელის შეხვდეს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც მე უკვე გადავეცი ჩემი პრეზიდენტის მოწვევა, რომ ის ჩავიდეს შეერთებულ შტატებში 25 თებერვლისთვის".
გამოსვლაში პაუელმა განაცხადა, რომ აშშ-ის არ აქვს განზრახული თავისი სამხედრო ბაზები მოაწყოს საქართველოში, როცა ამერიკელები დაასრულებენ საქართველოს ჯარის ნაწილების წვრთნას მაისში.
პაუელი დღესვე მოსკოვიშ ჩავიდა. ის ხვალ შეხვდება პუტინს, ასევე თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს. სამშბათს პაუელი რუსეთის დუმის სპიკერს ესტურება, შეხვდება ასევე საქმოსნებს და ახალგაზრდობას.
XS
SM
MD
LG