Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განაცხადა


ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განაცხადა,

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ განაცხადა,
რომ 20 თებერვლისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ვერც თავისუფალი იქნება და ვერც სამართლიანი, ვინაიდან ისლამური რევოლუციის "გუშაგთა საბჭომ", რომელშიც კონსერვატორი მოლები დომინირებენ, 2,000-ზე მეტ რეფორმისტ-კანდიდატს არ მისცა არჩევნების მონაწილეობის უფლება. ხათამი და პარლამენტის თავმჯდომარე მეჰდი ქარუბი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეისათვის გაგზავნილ ერთობლივ წერილში მძაფრად აკრიტიკებენ გუშაგთა საბჭოს მოქმედებას. ქვეყნის უმსხვილესმა რეფორმისტულმა პარტიამ, რომელსაც პრეზიდენტის ძმა მოჰამად რეზა ხათამი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ არ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG