Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან აღმოსავლეთ ავღანეთში


ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი შეტაკებისას 9 თალიბი იქნა მოკლული.

ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი შეტაკებისას 9 თალიბი იქნა მოკლული.
როგორც ამერიკის ჯარის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, შეტაკება პარასკევს ღამით მოხდა ორღუნის სამხედრო ბაზასთან, პაკისტანის საზღვრის მახლობლად. ამერიკელების მხრიდან არავინ დაშავებულა. სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებულ თავდასხმაში 30-დან 40-დე თალიბი მონაწილეობდა. ამერიკელმა სამხედროებმა და ავღანეთის სამთავრობო ძალებმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს აღმოსავლეთ ავღანეთში თალიბებისა და ალ-ყაიდის მოიერიშეების წინააღმდეგ. ხუთშაბათს, ხოსტის პროვინციაში, 14 თალიბი ტყვედ აიყვანეს.
XS
SM
MD
LG