Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოუწოდებს


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოუწოდებს ირანს, არ განაახლოს ურანის გამდიდრების პროგრამა. სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამად ელ ბარადეიმ განაცხადა:

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოუწოდებს ირანს, არ განაახლოს ურანის გამდიდრების პროგრამა. სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამად ელ ბარადეიმ განაცხადა:
[ბარადეის ხმა] "ირანი მრავალი წლის მანძილზე არღვევდა თავის ვალდებულებებს და საჭიროა ნდობის კვლავ აღდგენა. ამას გარკვეული დრო დასჭირდება და, ჩემი აზრით, ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერება მნიშნველოვანი ნაბიჯია ამ ნდობის აღსადგენად." ირანმა მანამდე იმედმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ ევროპის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის რეზოლუციას თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუციის პროექტში ირანი გაკრიტიკებულია ბირთვული პროგრამის მიჩქმალვისთვის. შეერთებულმა შტატებმა კანადისა და ავსტრალიის დახმარებით შეძლო დაერწმუნებინა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, მხარი დაეჭირათ ამ რეზოლუციისთვის. ირანის წარმომადგენელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, ფირუზ ჰოსეინიმ ამასთან დაკავშირებით თქვა: [ჰოსეინის ხმა] "ევროპის სამმა სახელმწიფომ, ვფიქრობ, ყველაფერი გააკეთა, რაც კი მათზე იყო დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ მათგან მაინც მეტს მოველოდით. მათზე ძალზე დიდი ზეწოლა, არაკონსტრუქციული ზეწოლა განახორციელეს ამერიკელებმა. შეერთებული შტატები ყოველმხრივ უშლის ხელს ირანსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობას."
XS
SM
MD
LG