Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო


დღეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის უკანასკნელი დღეა.

დღეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის უკანასკნელი დღეა.
არჩევნები, კვირას, 14 მარტს გაიმართება. რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეტოქეებს აშკარა უპირატესობით უსწრებს. თუმცა მას ამომრჩეველთა ხმების 50% ესაჭიროება იმისათვის, რომ კანონიერად დაიკავოს რუსეთის პირველი პირის თანამდებობა. ექსპერტები ელქეტორატის მაღალ აქტივობას ვარაუდობენ. გუშინ ვლადიმირ პუტინმა ტელევიზიით მიმართა ამომრჩეველს. მისი თქმით, თითოეულ საარჩევნო ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერმა, პატრიარქმა ალექსეი მეორემ ასევე ტელევიზიით განუცხადა რუსეთის მოსახლეობას, რომ არჩევნები მთავარი მოვლენაა. საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის მეტოქეები არიან კომუნისტი, ნიკოლაი ხარიტონოვი; ნაციონალისტი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი ოლეგ მალუშკინი; დუმის ზედა პალატის სპიკერი ოლეგ მირონოვი; ყოფილი კომუნისტი, ეკონომისტი სერგეი გლაზუევი და ლიბერალი ირინა ხაკამადა.
XS
SM
MD
LG