თუმცა ამას მატარებლების მიმოსვლა არ შეუფერხებია და არც რეაქტორისთვის მიუყენებია რაიმე ზიანი. გაცილებით დიდია ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება ამ ფაქტმა ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაპირისპირებაში შეიძინოს. რა კავშირი აქვს რკინიგზის ფაქტორს აჭარაში მიმდინარე მოვლენებთან?
მცხეთის ატომური რეაქტორის მახლობლად სარკინიგზო მაგისტრალის აფეთქება, სავარაუდოდ, ლიანდაგის ქვეშ დამონტაჟებულმა ტროტილმა გამოიწვია. ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბოტაჟის კვალიფიკაცია მიანიჭეს და თითი აჭარისკენ გაიშვირეს. აი, რა განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემაც:
[გიორგი ბარამიძის ხმა] "დაკავებულია ვინმე დუდაევი, რომელიც ერთ-ერთი სეპარატისტული ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დივერსიული რაზმის ხელმძღვანელი გახლავთ, ცხინვალის ხელისუფლების, რომელსაც უშუალო კავშირი და კოორდინაცია აქვს სხვა სეპარატისტულ ძალებთან და მოგეხსენებათ, რომ ასეთი სეპარატისტები არ არიან მხოლოდ სოხუმში, ჩვენდა სამწუხაროდ."
თუმცა უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ ჯერჯერობით არ დაადასტურა რკინიგზაზე მომხდარ დივერსიასთან 16 მარტს დაკავებული ცხინვალელი კრიმინალის, დუდაევის, კავშირი.
[გიგი უგულავას ხმა] "არ არის გამორიცხული ასეთი ტიპის დივერსიული აქტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გასაგები მიზეზის გამო - რათა მოხდეს იმ პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა, რომელშიც ჩვენი სახელმწიფო იმყოფება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თავზეხელაღებული მოქმედებების გამო."
თუ აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების წინა პერიოდს გავიხსენებთ, მაშინაც რკინიგზა აფხაზ სეპარატისტთა დივერსიული ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, რამაც დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას და რაც აფხაზეთში შეიარაღებული შეჭრის მიზეზი გახდა. თუმცა ამ ამბების უშუალო მონაწილეს, ყოფილ უშიშროების მინისტრს ირაკლი ბათიაშვილს მიაჩნია, რომ აჭარის კონფლიქტის შემთხვევაში მოვლენების აფხაზეთის სცენარით განმეორება მოსალოდნელი არ არის. მისი აზრით, შექმნილი სიტუაციით სულ სხვა ძალები სარგებლობენ:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "რა ძალებია ეს, ძალიან ძნელი სათქმელია, მე ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ უცხო ქვეყნის აგენტურის ქსელი საქართველოში ძალიან დიდია და ასეთი პროვოკაციებისა და ტერაქტების მოწყობა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, ვიცით, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა."
რკინიგზაზე მომხდარი ინციდენტებით რომ შეიძლება სხვადასხვა დაინტერესებულმა ძალებმა ისარგებლონ, ეს უკვე ყველასთვის ნათელია,
რადგან სწორედ ამ სატრანსპორტო საშუალებით მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საამშენებლო მასალების ტრანსპორტირება. აფეთქების ფაქტს ემატება ისიც, რომ აჭარის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლიანდაგები აყარეს აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან.
16 მარტს "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი ხუხაშვილმა განაცხადა, რომ აჭარაში კონფლიქტის დიდი ხნით გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ჩაშლა ევროკავშირის ტრასეკას პროექტისა (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი), რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კასპიის ნავთობის საქართველოს გავლით ტრანსპორტირებაცაა. მისი აზრით, ნავთობის ტრანსპორტირების შეჩერებამ შეიძლება ოპერატორი კომპანიები აიძულოს, უარი თქვან ქართულ მარშრუტზე იმ კონკურენტი მარშრუტების სასარგებლოდ, რომელიც ირანსა და რუსეთზე გადის.