Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით


ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, საყოველთაო არჩევნები, შესაძლოა, აგვისტომდე გადაიდოს

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, საყოველთაო არჩევნები, შესაძლოა, აგვისტომდე გადაიდოს
- იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერო წარმატებით დაასრულებს კონფლიქტურ პროვინციებში ამომრჩევლის რეგისტრაციას. ამ შინაარსის განცხადება კარზაიმ ქაბულში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, კოლინ პაუელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კარზაის თქმით, ავღანეთის მთავრობას არჩევნების ჩატარება ივნისში, ივლისში ან აგვისტოში სურს. თავდაპირველი გეგმის თანახმად, არჩევნები ივნისში უნდა გამართულიყო. მაგრამ უსაფრთხოებისა და აღრიცხვიანობის პრობლემებმა საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები წარმოშვა. კარზაის თქმით, მან და პაუელმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ კვლავაც უნდა გაგრძელდეს ანტიტერორისტული თანამშრომლობა ავღანეთში, სადაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია თალიბანისა და ალ-ყაიდის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG