გუშინ გამართულ სატელეფონო საუბარში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სხვა საკითხებთან ერთად, აჭარასთან დაკავშირებული პრობლემებიც განიხილეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ალექსეი გრომოვმა. გრომოვის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა "მადლობა გადაუხადა ვლადიმირ პუტინს საქართველოსა და, მთლიანად, სამხრეთი კავკასიის პრობლემების გადაწყვეტაში რუსეთის თანადგომისთვის". თავის მხრივ, პუტინმა კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ აჭარის ავტონომიის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის განმუხტვა პოლიტიკური საშუალებებით მოხერხდა.