Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განსაზღვრავს ამომრჩეველთა სიმპათიებს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ


არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გახშირდა სხვადასხვა სოციოლოგიური სამსახურების მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო გამოკითხვათა შედეგების პრეზენტაცია.

მათი დიდი ნაწილის ობიექტურობა ერთი შეხედვითაც კი ეჭვს ბადებს, იმდენადაა გაზრდილი ამა თუ იმ პარტიის წინასაარჩევნო რეიტინგი. მე შევეცადე უბრალო ამომრჩევლებსა და ავტორიტეტულ სოციოლოგებთან გასაუბრებით გამერკვია, რამდენად შეესაბამება რეალობას საზოგადოებაში გავრცელებული რეიტინგები და რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამომრჩეველთა წინასაარჩევნო სიმპათიების ჩამოყალიბებაზე.

გაზეთ "ახალი ვერსიის" 24-25 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სოციოლოგიური სამსახურის "ბბი-ცი-ჯის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 77,7 პროცენტი ხმას აძლევს "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" პოლიტიკურ ძალას. დანარჩენი პროცენტები თითქმის თანაბრად ნაწილდება 7-მდე ოპოზიციურ პარტიაზე და არც ერთ მათგანს 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი არ გააჩნია.

ოპოზიციური პარტიებისთვის უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. გოჩა ცქიტიშვილის განცხადებით, სულ მცირე, 2-3 ოპოზიციურ ძალას 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს.

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა]

28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკმაოდ სპეციფიკური ვითარებაა შექმნილი - ისეთი, როგორიც თითქმის არც ერთი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არ ყოფილა. სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამომრჩეველზე პოლიტიკურ ძალთა არანაირი პროგრამა, დაპირება თუ რეკლამა აღარ მოქმედებს. ამაზე ქუჩაში გამვლელ უბრალო მოქალაქეთა განწყობაც მეტყველებს: მათი უმრავლესობა ხმას სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას აძლევს.

[მოქალაქეთა ხმა]

საზოგადოების უდიდეს ნაწილში არსებულ ასეთ განწყობას სოციოლოგი გოჩა ცქიტიშვილი ასე ხსნის:

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა]

როგორც სოციოლოგები, ასევე ის მოქალქეებიც კი, რომლებიც ხელისუფლებას აძლევენ ხმას, ფიქრობენ, რომ ამჟამად არსებული წინასაარჩევნო ვითარება 1 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება.
XS
SM
MD
LG