Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში დღეიდან ორი დღის განმავლობაში


ბრიუსელში დღეიდან ორი დღის განმავლობაში გასტანს ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტი, რომლის ძირითადი სამუშაო თემები ანტიტერორისტული ღონისძიებები და ევროკავშირის კონსტიტუცია იქნება.

ბრიუსელში დღეიდან ორი დღის განმავლობაში გასტანს ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტი, რომლის ძირითადი სამუშაო თემები ანტიტერორისტული ღონისძიებები და ევროკავშირის კონსტიტუცია იქნება.
პირველთან დაკავშირებით, განზრახულია ამოქმედდეს ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხების ხელმძღვანელის თანამდებობა. ამ პოსტზე არჩეული ადამიანის კომპეტენცია ევროკავშირის ქვეყნებში ანტიტერორისტული პოლიტიკის კოორდინირება იქნება. რაც შეეხება კონსტიტუციას, მასზე დებატების განახლების მოთხოვნით ევროკავშირის ახლანდელი პრეზიდენტი ქვეყანა, ირლანდია გამოვიდა. კონსტიტუციის პროექტი დეკემბერში ხმის მიცემის უფლების გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების შემდეგ ჩავარდა.

როგორც ირლანდიის პრემიერ მინისტრმა ბერტი აჰერნმა დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მისი აზრით, შეთანხმების მიღწევა ზაფხულის დასაწყისში იქნება შესაძლებელი.

კონსტიტუციის პროექტის განხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ესპანეთმა და ევროკავშირის მომავალმა წევრმა პოლონეთმა განაცხადეს, რომ აღნიშნული დოკუმენტი განსაკუთრებულად დიდ უფლებებს ანიჭებს ევროკავშირის ისეთ წამყვან წევრებს, როგორებიცაა გერმანია და საფრანგეთი.

ესპანეთის ახალი მთავრობა, უკანასკნელი ინფორმაცით, მომრიგებლურ მიდგომებს ემხრობა. თავის მხრივ, პოლონეთმაც განაცხადა, რომ იგი მზად არის კომპორმისისთვის.
XS
SM
MD
LG