Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველ პოლიტიკურ პარტიაში - ნაციონალურ მოძრაობაშ


როგორც ყველა რევოლუციისთვისაა დამახასიათებელი, ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგაც მისმა აქტიურმა მონაწილეებმა ღვაწლის დაფასება მოითხოვეს.

ნაციონალური მოძრაობის თელავის პირველადი პარტიული ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა თბილისში პრესკონფერენცია გამართა და ასე სცადა ხმის მიწვდენა მათივე პარტიის თავმჯდომარემდე - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილამდე.
გესაუბრებათ იმის შესახებ,თუ რას მოითხოვენ პარტიული ლიდერებისგან ნაციონალური მოძრაობის თელაველი წევრები.

[ნოემბრის რევოლუციის ხმა]

ამ მოვლენების შემდეგ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ყველაზე მეტად კი გამარჯვებული პარტიის წევრებმა მართლაც ირწმუნეს, რომ ამიერიდან ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ქცევა დემოკრატიის პრინციპებს დაექვემდებარებოდა. თუმცა კი 2003 წლის ნოემბრის დღეებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მმართველი პარტიის ნაციონალური მოძრაობის თელაველი წევრები ასეთი განცხადებებით გამოვიდნენ.

[ნაციონალური მოძრაობის წევრების ხმა]
"მედიკო მეზვრიშვილის დროს გაცილებით უფრო მეტი დემოკრატია იყო, ვიდრე დღეს, გოჩა მამაცაშვილის გამგებლობის პერიოდში.

გოჩა მამაცაშვილი ფლობს მაღაზიებს და მშვენივრად გრძნობს თავს. საინტერესოა საიდან მოვიდა ეს ხალხი, ჩვენ გვინდა ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი. საიდან მოვიდა და არსებული ხელისუფლებიდან. ფაქტიურად თელავში კლანი ჩაანაცვლა კლანმა, სხვა არაფერი არ მომხდარა.

მოხდა ფაქტიურად ისე, რომ ბადურ გულიაშვილმა გოჩა მამაცაშვილს - მანამდე ტრადიციონალისთტა პარტიის ლიდერს - ყოველგვარი კონფერენციის გარეშე გადასცა პარტიის ლიდერობა და აქედან დაიწყო ყველაფერი".

ნაციონალური მოძრაობის თელაველი აქტივისტები მანანა ლოქაფიშვილი - სოფელ რუისპირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე, მედეა კეკელია - აგრარული უნივესიტეტის თელავის ფილიალის პედაგოგი და დავით ჩოთალიშვილი - ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის თელაველი ლიდერი, ირწმუნებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის სათავეში მოქცეული პირები საკუთარი პარტიის წევრებსაც კი ავიწროვებენ და უგულებელყოფენ.

თელაველი აქტივისტები პარტიის ლიდერებისგან ხელისუფლებაში სკამებს კი არა, პარტიაში რევოლუციამდელი ღვაწლის დაფასებას და წესდების დაცვას მოითხოვენ. როგორც თვითონ ამბობენ, ამ წინადადებით კახეთის გუბერნატორის, ნაციონალური მოძრაობის წევრის პეტრე ცისკარიშვილისთვისაც მიუმართავთ და საქმის კურსში პარტიის გენერალური მდივანი ბიძინა ბრეგაძეც ჩაუყენებიათ. მე სწორედ ამ უკანასკნელს ვთხოვე თელაველ თანაპარტიელთა საქციელის კომენტირება.

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] "მათ არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ ჩემთან, არც სხვა პირებთან, ამიტომ გაუგებარია აქტივისტების განცხადებები, რომლებიც მე დღეს შემთხვევით მოვისმინე ტელევიზიით. საერთოდ ჩვენ პარტიაში ჩვენს წევრებს ტელევიზიით არ ველაპარაკებით".

შეძლებენ თუ არა ნაციონალური მოძრაობის თელაველი აქტივისტები ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის მონაპოვარის დაცვას, თუ თელავშიც შიდაპარტიული ვარდების რევოლუვციის მოწყობა დასჭირდებათ, ამას მომავალი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG