Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ქალაქ


ბოსნიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ქალაქ პალეს რამდენიმე ფირმაში, რომლებიც, შესაძლოა, დახმარებას უწევდნენ

ბოსნიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ქალაქ პალეს რამდენიმე ფირმაში, რომლებიც, შესაძლოა, დახმარებას უწევდნენ
სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირებს. ბოსნიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებაში ეჭვმიტანილთა სახელები მოყვანილი არ არის. ჩხრეკა ჩატარდა იმ რადიოსადგურის შენობაში, რომელიც ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის ქალიშვილს ეკუთვნის. კარაჯიჩზე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს ძებნა აქვს გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG