Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა მოწოდებით მიმართა პალესტინელების


აშშ-ის პრეზიდენტმა მოწოდებით მიმართა პალესტინელების ხელმძღვანელებს, შეურიგდნენ იმას, რომ ისრაელი რჩება

აშშ-ის პრეზიდენტმა მოწოდებით მიმართა პალესტინელების ხელმძღვანელებს, შეურიგდნენ იმას, რომ ისრაელი რჩება
1967 წლის ომში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილზე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი კი მიესალმა ისრაელის გადაწყვეტილებას, ღაზის სექტორიდან გასვლის შესახებ. მისი თქმით: [ტონი ბლერის ხმა] "მივესალმებით ისრაელის წინადადებას, ღაზიდან და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ზოგი ნაწილიდან გასვლის შესახებ. გვსურს, გაეროს, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლები რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ იმის განსახილველად, თუ როგორ დაეხმარებიან პალესტინელების ხელმძღვანელობას - პოლიტიკური, ეკონომიკური, უშიშროების თვალსაზრისით." ამ საკითხს ბუში და ბლერი ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე შეეხნენ. ამავე თემაზე დღეს განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ. მისი თქმით, გაერო, ევროკავშირი, შეერთებული შტატები და რუსეთი (ე.წ. კვარტეტი, რომელიც "გზამკვლევს", ანუ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას ემხრობა) ალბათ, აპრილის ბოლოს ბერლინში გააგზავნიან წარმომადგენლებს მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG