Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრ იეჟი შმაიჯინსკის


პოლონეთის თავდაცვის მინისტრ იეჟი შმაიჯინსკის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა დატოვოს სამხედრო მოსამსახურეები ერაყში

პოლონეთის თავდაცვის მინისტრ იეჟი შმაიჯინსკის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა დატოვოს სამხედრო მოსამსახურეები ერაყში
იქ საყოველთაო არჩევნების ჩატარებამდე. 30 ივნისს ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების მიერ ძალაუფლების ერაყელებისათვის ჩაბარების შემდეგ, პოლონელი მინისტრის თქმით, ერაყის ახალი მთავრობის სურვილზე და გაეროს სავარაუდო რეზოლუციაზე იქნება დამოკიდებული, დარჩებიან თუ არა ერაყში პოლონელი სამხედროები. ერაყში ასევე საერთაშორისო კოალიციის წევრი ბულგარეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ქვეყანა მზადაა, განაგრძოს ერაყში თავისი სამხედრო მოვალეობის შესრულება. უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამაც აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ტოვებს ჯარისკაცებს ერაყში, ხოლო დანიის განცხადებით, ერაყში შესაძლოა გაიზარდოს კიდეც მისი სამხედრო მოსამსახურეების როლი. ამავე საკითხზე გავრცელდა ცნობა საქართველოდან. საქართველო არა მარტო არ აპირებს ერაყიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას, არამედ მისი რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა. მისი თქმით, ერაყში განთავსებული კონტინგენტი, გეგმის მიხედვით, 550 სამხედრო მოსამსახურემდე გაიზრდება. ლალიაშვილის განმარტებით, რახან საქართველო, მცირე რესურსებისა და არცთუ დიდი ტერიტორიის მიუხედავად, მიზნად ისახავს უსაფრთხოების ევროპულ და ევროატლანტურ სისტემაში სერიოზული წვლილის შეტანას, აუცილებლად მიიჩნევს ასეთ ოპერაციებში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG