Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ დღეს სინანული გამოთქვა იმის


ევროკომისიამ დღეს სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საბერძნეთის კვიპროსის მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა მათი ორ ნაწილად

ევროკომისიამ დღეს სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საბერძნეთის კვიპროსის მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა მათი ორ ნაწილად


გაყოფილი კუნძულის გამთლიანების მცდელობას, რომელიც გაეროს ეკუთვნოდა. გაეროს მიზანი იყო, ეს მანამდე მომხდარიყო, ვიდრე 1 მაისს საბერძნეთი ევროკავშირის წევრი გახდებოდა.
დღეს კვიპროსის ბერძნულ და თურქულ ნაწილებში გაეროს გაერთიანების გეგმის საკითხზე ორი დამოუკიდებელი რეფერენდუმი გაიმართა. რეფერენდუმის საბოლოო ოფიციალური შედეგებით საბერძნეთის კვიპროსელების 76%-მა ხმა გაერთიანების საწინააღმდეგოდ მისცა.
რადიკალურად განსხვავებული სურათია კვიპროსის თურქულ ნაწილში, სადაც 67-მა პროცენტმა გაერთიანების მშვიდობიან გეგმას დაუჭირა მხარი.
აღნიშნული მონაცემებით, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ კვიპროსის თურქული ნაწილი 1 მაისს ევროკავშირში ვეღარ გაერთიანდება.
XS
SM
MD
LG