Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


ისრაელის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა პალესტინური "ინტიფადის" ერთ-ერთ ლიდერს, მარვან ბარღუთის, რომელიც 4 ისრაელის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ.

ისრაელის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა პალესტინური "ინტიფადის" ერთ-ერთ ლიდერს, მარვან ბარღუთის, რომელიც 4 ისრაელის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ.
პალესტინის პარლამენტის დეპუტატი ბარღუთი მოძრაობა "ფათჰს" ედგა სათავეში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. იგი პალესტინის ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ ითვლებოდა. ისრაელის ხელისულფებას მიაჩნია, რომ სწორედ ბარღუთი ხელმძღვანელობდა დაჯგუფება "ალ-აქსას მარტვილთა ბრიგადების" მებრძოლთა თავდასხმებს. ბარღუთიმ თავი არ სცნო დამნაშავედ, თუმცა დაადასტურა, რომ ისრაელებზე თავდასხმა გამართლებულად მიაჩნია.
XS
SM
MD
LG