Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისია ალ-ყაიდასა და სადამ ჰუსეინს შორის კავშირს ვერ ადასტურებს


17 ივნისს ვაშინგტონში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის გარემოებათა შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის უკანასკნელი საჯარო მოსმენა გაიმართა

კომისიის მიერ წინა დღით წარმოდგენილმა ანგარიშმა კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრება დააყენა თვდაყირა. კომისიის ანგარიშის თანახმად, არ იქნა აღმოჩენილი მტკიცებულება იმისა, რომ ერაყი ეხმარებოდა ალ-ყაიდას ტერაქტების ორგანიზებაში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 10 წლის წინ ოსამა ბინ ლადენის მცდელობა, მიეღო დახმარება სადამ ჰუსეინისაგან, უშედეგოდ დამთავრდა.

სანამ ალ-ყაიდასა და სადამ ჰუსეინის უშუალო კავშირებს შევეხებოდეთ, გავიხსენებთ, თუ როგორ და სად დაიგეგმა სცენარი ერთ-ერთი ყველაზე საზარელი საავიაციო ტერაქტისა, რომელსაც 2001 წლის 11 სექტემბერს 2500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
1999 წლის დასაწყისში ალ-ყაიდას ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა საბოლოოდ დაამტკიცა კარაგდ შემუშავებული გეგმა, რომელიც თვითმფრინავების გატაცებასა და ვაშინგტონსა და ნიუ-იორკზე მათ დაჯახებას ისახავდა მიზნად. ამ ტერაქტების სცენარი ეკუთვნოდა ქუვეითში დაბადებულ და ამერიკაში სამხედრო განათლებამიღებულ ხალიდ შაიკ მოჰამედს, რომელიც ამჟამად შეერთებული შტატების საპატიმროში იმყოფება. მაგრამ ყველას აინტერესებს, თუ როგორ მოხდა ამ გეგმის სისრულეში მოყვანა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელსაც უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი სისტემა აქვს?
აი, რა უპასუხა 11 სექტემბრის ტერაქტის გარემოებათა შემსწავლელ დამოუკიდებელ კომისიას ფედერალურმა პროკურორმა პატრიკ ფიცჯერალდმა.

[პატრიკ ფიცჯერალდის ხმა] "ჩემის აზრით, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საფრთხეზე, რომელსაც ალ-ყაიდა წარმოადგენს, უნდა გავიცნობიეროთ, რომ საქმე გვაქვს ძალიან გონიერ, კარგად მომზადებულ და მოთმინების უანრის მქონე ადამინებთან. ამას გარდა, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მათ ესმით, თუ რაშია ჩვენი ძალა და სისუსტე. და ისინი შეეცდებიან ითამაშინ ჩვენს სისუსტეებზე."

როგორც კომისიამ დაასკვნა, შაჰიკ მუჰამედის გეგმაში ასევე შედიოდა ერთბაშად 10 რეაქტიული თვითმფრინავის გატაცება, რომლებიც ვაშინგტონისა და კალიფორნიის ცათამბჯენების გარდა, იაპონიაში, სინგაპურსა და ჩრდილოთ კორეაში ამერიკული ობიექტებს უნდა შენარცხებოდნენ. იყო კიდევ ერთი გეგმა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო შახტის ხელში ჩასაგდებასა და ბირთვული რაკეტების ამერიკისაკენ გაშვებას ისახავდა მიზნად. მაგრამ, ბინ ლადენმა უარყო ეს გეგმა, როგორ რთულად განსახორციელებელი და ტერაქტების მთავარ სამიზნედ მხოლოდ ვაშინგტონი და ნიუ-იორკი შეარჩია.
დამოუკიდებელმა კომისიამ ასევე ეჭვმიუტანლად ცნო ბინ ლადენის კავშირი 1993 წელს სომალიში და 1996 წელს საუდის არაბეთში მომხდარ ტერქტების ორგანიზებაში, რომელსაც 40-მდე ადამიანი შეეწირა.
თუმცა, მედიის ყურადღება ტერაქტების გარემოების შემსაწავლელი კომისიის ანგარიშის სხვა ასპექტმა მიიპყრო. კომისიის მიერ შესწავლილ მასალებში არ დასტურდება ერაყის ყოფილ დიქტატორთან ალ-ყაიდას კავშირების არსებობა. ეს ინფორმაცია კომისიის წინაშე გამოსვლისას ვაშინგტონში 16 ივნისს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის უფროსის ყოფილმა მოადგილემ დუგლას მაკეკინმაც დაადასტურა.

[დუგლას მაკეკინის ხმა] "ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ მტკიცებულება, რომელიც ნდობას იმსახურებდეს იმის თაობაზე, თითქოს ერაყი და ალ-ყაიდა თანამშომლობდნენ შეერთებული შტატების წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის ორგანიზებაში."

მიუხედავად კომისიის ანგარიშისა და მოწმეების ჩვენებისა, თეთრი სახლის ადმინისტრაცია კვლავ თავის აზრზე რჩება. სულ აგერ ორშაბათს, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინი ერაყის წინააღმდეგ ომს სწორედ ამ ხანგრძილივი კავშირის არსებობით ამართლებდა. 16 ივნისს კი როდესაც ამ კავშირის შესახებ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ჰკითხეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერაყის ყოფილ დიქტატორსა და ალ-ყაიდას შორის კავშირი ნამდვილად არსებობდა. ამ კავშირის ყველაზე კარგი დადასტურება კი, ჯორჯ ბუშის თქმით არის ალ-ყაიდას წევრი აბუ მუსაბ ალ-ზაყრავი, რომელიც თვითმკვლელ მოიერიშეების მიერ ერაყში განხორციელებული ტერორისტული აფეთქებების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG