Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე, 104


პარლამენტმა ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე, 104 ხმით 2-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ,,სიტყვის თავისუფლების შესახებ" კანონპროექტს.

პარლამენტმა ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე, 104 ხმით 2-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ,,სიტყვის თავისუფლების შესახებ" კანონპროექტს.
როგორც გიგა ბოკერიამ განუცხადა ჟურნალისტებს, ეს კანონი დაარეგულირებს იმ სიტუაციებს, როცა სახელმწიფოს ჩარევა მოუნდება ამა თუ იმ ადამიანის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში. ბოკერიას თქმით, მიღების შემდეგ ამ კანონით, ხელისუფლება დაიცავს ყველაზე უფრო მძაფრ ოპონენტებს, რაც არსებული ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკური პოზიციაა. ბოკერიას ინფორმაციით, კანონპროექტი მკაცრად მიჯნავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფაქტი და კომენტარი, რაც სასამართლოს პრაქტიკაში სერიოზული საკითხი იყო და პრობლემას უქმნიდა პრესას. მისი თქმით, ამ კანონპროექტით მტკიცების ტვირთი ცილისწამების სისტემაში გადადის მოსარჩელეზე.
XS
SM
MD
LG