Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს


ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს ირლანდიაში მიფრინავს,

ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს ირლანდიაში მიფრინავს,
რათა ხვალ ევროპის კავშირის სამიტს დაესწროს.
ევროკავშირის ოთხსაათიანი სამიტი ერაყის ვითარებას განიხილავს. სამიტის დროს ბუშისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების უსაფრთხოებას 6000-ზე მეტი ირლანდიელი პოლიციელი და ჯარისკაცი დაიცავს. მათი ვიზიტისას მთელი ირლანდიის მასშტაბით დაგეგმილია დემონსტრაციები ერაყში ომის წინააღმდეგ, მაგრამ, პოლიციის თქმით, მთავარი საპროტესტო გამოსვლა უმაღლესი დონის შეხვედრის ადგილიდან, სულ ცოტა ერთი კილომეტრის მოშორებით ჩატარდება. გუშინ, ირლანდიის ტელევიზიასთან ინტერვიუში, ბუშმა გაამართლა შეერთებული შტატების მიერ ერაყის ოკუპაცია. "ჩვენ თანამგრძნობი ქვეყანა ვართ. ჩვენ ძლიერი ქვეყანა ვართ. ჩვენ ვიცავთ თავს, მაგრამ ამასთანავე, ხალხსაც ვეხმარებით." ერაყი ასევე მთავარი თემა იქნება ნატოს ორდღიან სამიტზე სტამბოლში.

XS
SM
MD
LG