Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეხმაურება მსოფლიო ერაყის სუვერენიტეტს?


ვაშინგტონის მიერ, ვადაზე ორი დღით ადრე, ერაყის გარდამავალი ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ძალუფლების გადაცემის ფაქტს, მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები კვლავაც აქტიურად ეხმაურებიან.

რეაქციები, ძირითადად, კეთილგანწყობილია. მაგრამ ვინაიდან ამერიკის ინტერვენცია გრძელდება, ერაყის მიერ საკუთარი საქმეების დამოუკიდებლად გაძღოლაზე ხმამაღლა საუბარს ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ.
ერაყის ადმინისტრაცია მსოფლიოს ყველა კუთხიდან ღებულობს მილოცვებს, რომელშიც გამოთქმულია იმედი, რომ სუვერენულ მთავრობასთან ერთად ერაყში ახალი ცხოვრება დაიწყება. ამ მხრივ ტიპურია საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარი, რომელიც ნატოს სამიტზე მყოფმა ჟაკ შირაკმა ჟურნალისტებთან საუბარის დროს გააკეთა.
[ჟაკ შირაკის ხმა] " ერაყისათვის ძალაუფლების გადაცემა ჩვენის აზრით, აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად, დემოკრატიის განსავითარებლად. ჩვენ გვსურს წარმატება ვუსურვოთ ერაყის გარდამავალ ხელისუფლებას და კვლავაც დავადასტუროთ, რომ ხელს შევუწყობთ ერაყის ეკონომიკურ და პოლიტიკურ აღორძინების პროცესს. და რა თქმა უნდა, გვსურს ვუსურვოთ ერაყელ ხალხს, ხელში აიღოს მთელი ძალაუფლება და თავადვე წყვეტდეს საკუთარი ქვეყნის ბედს."

იმავე პოზიტიურ ტონალობაში ლაპარაკობდა ერაყის მთავრობისათვის ძლაუფლების გადაცემის თაობაზე გერმანიის კანცლერი გერხარდ შრიოდერი. ოღონდ შრიოდერმა ახსენა, გაეროს წიანაშე ნაკისრი ვალდებულები, რამაც ვაშინგტონი იძულებული გახადა გადაედგა ეს ნაბიჯი.

[გერჰარდ შრიოდერის ხმა] "მთლიანობაში, ამ ფაქტს ჩვენ დადებითად ვაფასებთ. ჩვენ დაინტერესებულნი ვიყავით, რათა რაც შეიძლება მალე აღდგენილიყო ერაყის სუვერენიტეტი. გაეროს გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვიდით, რომ ეს მომხდარიყო არა უგვიანეს 30 ივნისისა. და რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით ძალაუფლების ვადამდელ გადაცემას."

ორივე, საფრანგეთიცა და გერმანიაც მკაცრად აკრიტიკებდმემ შეერთებულ შტატებს ერაყში ომის გამო და მოითხოვდნენ, რომ ერაყის სუვერენიტეტის გარანტი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამხდარიყო. ამგვარ მოსაზრება აისახა ევროკავშირის ოფიციალურ კომენტარშიც, რომელშიც ნათქვამია, რომ "ერაყის გარდამავალი ხლეისუფლებისათვის ძალაუფლების გადაცემა მხოლოდ პირველი ნაბიჯია დიდ გზაზე და რომ ერაყის სრულიად დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყნად ქცევას წინ კიდევ ბევრი წინააღმდეგობა ელოდება.

რაც შეეხება ვაშინგტონის ყველაზე ახლო მოკავშირეს – ბრიტანეთს, პრენმიერ-მინისტრი ტონი ბლერი დარწმუნებულია, რომ ერაყისათვის ძალაუფლების გადაცემა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ყველა პრობლემის გადაწყვეტას. ილუზიები ამ საკითხთან დაკავშირებით არც ვაშინგტონს აქვს, რასაც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონლად რამსფელდის გუშინდელი ნათქვამიც ადასტურებს.

[დონალდ რამსფელდის ხმა] "იმის თქმა, თითქოს ძალაუფლების გადაცემა მეყსეულად შეცვლიდეს რაიმეს, მხოლოდ ვარაუდი იქნებოდა, რისი გაკეთებაც არ მსურს. მე ვფიქრობ, რომ სულ მალე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაინახოთ, რომ ხალხი გვერდში ამოუდგება ამ მთავრობას."

რაც შეეხება ერაყის მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის შეერთებული შტატების მოკავშირეებს – იორადნიას, კუვეიტს, საუდის არაბეთსა და თურქეთს – მათ შეაქეს ერაყისათვის ძალაუფლების გადაცემა. მაგრამ ირანი და სირია – ვაშინგტონის ტრადიციული ოპონენტები, აცხადებენ, რომ მათთვის ძალუფლების გადაცემა არაფერს ცვლის, სანამ ამერიკელი სამხედროები ერაყში რჩებიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG