Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო გაწვევა, როგორც არმიისა და ხალხის ურთიერთობის სარკე


რუსეთის სამხედრო ბაზების ბედის გადაწყვეტა თუ ერთობლივი

ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა დიდი დიპლომატიის საგანია. დიპლომატიაში წარმატებას კი, ერთი ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის სამხედრო სიძლიერე განაპირობებს.

ალბათ ამიტომ, საქართველოს ახალ ხელისუფლებას სამხედრო მშენებლობის მიმართულებითაც საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს – ქვეყანამ ორ წელიწადში მთელი სამხედრო ძალების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა უნდა შეძლოს. მაგრამ საკითხავი ისაა, თუ როგორ მიაღწევს ამ მიზანს ქვეყანა, რომელიც, სხვას რომ თავი დავანებოთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ სანახევროდ ასრულებდა სამხედრო გაწვევის გეგმას? პასუხს ამ შეკითხვაზე ყველაზე უკეთ, ალბათ, დასასრულს მიახლოვებული საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის კამპანია გასცემს.
[საუბარი ცენტრალურ გამწვევ-გამანაწილებელ პუნქტზე] "ექიმებმა შეგამოწმეს?- კი.
-რაიმე პრეტენზია, პრობლემა თუ გაქვს? –არ
-ნასამართლევი ხომ არა ხარ ხარ ან რაიმე ხომ არ დაგიშავებია და რაიმე პრობლემა ხომ არა გაქვს პოლიციასთან?-არაფერი."

ეს არის ბოლო გასაუბრება, რომელსაც სამხედრო ნაწილში ჩარიცხვამდე წვევამდელი თბილისში მდებარე ცენტრალურ გამწვევ გამანაწილებელ პუნქტზე გადის. ტრადიცია ფორმალურია, მაგრამ არა ახლად დანიშნული გამგებლების, გამწვევი განყოფილების უფროსებისა და პოლიციის უფროსებისათვის. ისინი ტყავში ძვრებიან, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასმული ამოცანა შეასრულონ. შედეგიც უკვე სახეზეა, ამბობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლი გოჩა გოგიშვილი, რომელიც წვევემდელებთან გასაუბრების პროცესს თავადვე ესწრება ხოლმე.

[გოჩა გოგიშვილის ხმა] "

საუბარია გადავადების მოსაკრებელზე, რომელიც ოფიციალურად 2000 წელს დაკანონდა და 200 ლარის გადახდის შემთხვევაში, წვევემდელს ერთი წლის განმავლობაში ათავისუფლებს სამხედრო ვალდებულებისაგან. თანხა არც ისე დიდია, მაგრამ ზოგიერთი მშობელი ფულის გადახდაზეც უარს ამბობს და შვილსაც შეგნებულად, სახელმწიფოსადმი უნდობლობის გამო უმალავს კომისარიატის მუშაკებს.

[ერთ-ერთი მშობლის ხმა] "

გვითხრა ერთ-ერთი წვევამდელის მშობელმა, რომლის შვილი პოლიციის ძალით მიიყვანეს გამწვევ განყოფილებაში. თუმცა, როგორც იძულების წესით ჯარისკაცები არ ხდებიან. სამაგიეროდ, საკუთარი ნების წინააღმდეგ ჯარში გაწვეული პირები, საბოლოო ჯამში ან დეზერტირები ხდებიან, ანდა სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო ატმოსფეროს ქმნიან. სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ზოგიერთი დადებითი ტენდენციის მიუხედავად, სამხედრო დანაშაულის ეს ორივე სახე დღემდე საკმაოდ გავრცელებულია საქართველოს სამხედრო სტრუქტურებში.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა]

სამაგიეროდ სამხედრო გამწვევ განყოფილებაში საკუთრი ნებით გამოცხადებული წვევამდელი, რაც ჯერ კიდევ დიდი იშვიათობაა, გარკვეული სიმპათიით სარგებლობს კომისარიატის თანამშრომლების მხრიდან. რაც იმაში გამოიხატება, რომ წვევემდელს შეუძლია აირჩიოს სამხედრო სამსახურის ადგილი. მომავალ ჯარისკაცებში ასეთი მიმზიდველობა ძირითადად ვაზიანის სამხედრო ბაზას აქვს, სადაც პირველი პროფესიული სამხედრო ბრიგადა ყალიბდება და, შესაბამისად, ხელისუფლების ყურადღებაც უფრო საგრძნობია.

[წვევამდელის ხმა]


მაგრამ, მთელი საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის აღმოჩენა გახლდათ ერთბაშად ხუთი ძმის გამოცხადება გამწვევ პუნქტზე. ძმები ნებიერძეების ამ გაადწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტს სიამაყე მოჰგვარა და მიხეილ სააკაშვილმა 26 აღლუმის სადღესასწაულო მიმართვაში საგანგებოდ გაამახვილა ამ ფაქტზე ყურადღება. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ წარიმართა მათი სამსახური. გაირკვა, რომ ძმები ნებიერიძეები ელიტურ მე-11 მოტომსროლელ ბრიგადაში ჩარიცხულან. სამხედრო ნაწილის მეთაურის, პოლკოვნიკ კობა ლაჭყებიანის თქმით, ასეული, რომელშიც ხუთი ძმა ნებიერიძე ირიცხება, ახალ საწვრთნელ პოლიგონზე იმყოფება.

[კობა ლაჭყებიანის ხმა]

ამბობენ, რომ სამხედრო სამსახურის მიმართ ასეთი ამაღლებულ დამოკიდებულებას უკანასკნელად 1990 წელს, ზვიად გამსახურდიას მიერ ეროვნული არმიის მშენებლობის დაწყების დროს ჰქონდა ადგილი. მერე და მერე, სამოქალქო დაპირისპირებამ და სამხედრო ძალის უკონტროლო გამოყენებამ, სამხედრო სამსახურს პრესტიჟი დაუკარგა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა მხოლოდ 60 პროცენტით აკომპლექტებდა სამხედრო სისტემას. საქართველოს ხელისუფლებას გაუჩნდა შანსი, არა მხოლოდ შეასრულოს გაწვევის გეგმა, არამედ შემოაბრუნოს საზოგადოება არმიისადმი. და ეს, შესაძლოა უკანასკნელი შანის იყოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG