Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირეთში, სეპარატისტებმა პარასკევს დახურეს ორი


დნესტრისპირეთში, სეპარატისტებმა პარასკევს დახურეს ორი რუმინულ-მოლდავური სკოლა და დააპატიმრეს ექვსი პირი

დნესტრისპირეთში, სეპარატისტებმა პარასკევს დახურეს ორი რუმინულ-მოლდავური სკოლა და დააპატიმრეს ექვსი პირი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს მედიატორის როლი იკისროს იმ დაპირისპირებაში, რომელმაც თავი იჩინა მოლდავეთის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რაიონში. დნესტრისპირეთში, სადაც უმრავლესობას რუსულენოვანი მოსახლეობა წარმოადგენს, სეპარატისტებმა პარასკევს დახურეს ორი რუმინულ-მოლდავური სკოლა და დააპატიმრეს ექვსი პირი, ვინც წინააღმდეგობის გაწევა სცადა. საპასუხოდ მოლდავეთის მთავრობამ დნესტრიპირეთს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა.
დნესტრისპირეთი მოლდავეთს 1992 წელს სამხედრო დაპირისპირების შემდეგ გამოეყო და გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც როგორც აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის დამოუკიდებლობა, არც ერთ საერთაშორისო ორგანზიაციას და ქვეყანას არ უცვნია.
XS
SM
MD
LG