Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიიტთა წმიდა ქალაქ ნაჯაფში დღეს


შიიტთა წმიდა ქალაქ ნაჯაფში დღეს მოხდა შეტაკებები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებსა და შიიტების რადიკალი ლიდერის,

შიიტთა წმიდა ქალაქ ნაჯაფში დღეს მოხდა შეტაკებები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებსა და შიიტების რადიკალი ლიდერის,
მოყტადა სადრის მომხრეებს შორის. შიიტებმა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსა და ერაყის სამთავრობო ჯარს საშუალება არ მისცეს, სადრის სახლს მიახლოებოდნენ. თავად მოყტადა სადრი იმ მომენტში შინ არ იყო. დაპირისპირებაში სადრის, სულ ცოტა, ექვს მომხრესთან ერთად, ოთხი შემთხვევითი გამვლელიც დაიჭრა.
აშშ-ის სარდლობამ უარყო ცნობა, თითქოს სადრის სახლისთვის ალყა შემოერტყათ.
XS
SM
MD
LG