Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი აზერბაიჯანში


ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი აზერბაიჯანში ვიზიტისას ამ ორი მუსლიმანური ქვეყნის

ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი აზერბაიჯანში ვიზიტისას ამ ორი მუსლიმანური ქვეყნის
დაახლოების მოწოდებით გამოვიდა. დღეს ხათამის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოლაპარაკება რამდენიმე საათი გაგრძელდა. ლაპარაკია აზერბაიჯანში ბოლო 10 ათი წლის მანძილზე ირანის ლიდერის პირველ ვიზიტზე. მოსალოდნელი იყო, რომ უწინარეს ყოვლისა განიხილავდნენ აზერბაიჯანში აშშ-ის გააქტიურების, აგრეთვე კასპიის ზღვაში საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგრამ, როგორც იუწყებიან, კასპიის საკითხში რაიმე გარღვევა არ მომხდარა. დაიდო 10 ორმხრივი შეთანხმება ეკონომიკის სფეროში.
XS
SM
MD
LG