Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მისი საჰაერო სივრცის დამრღევთა


საქართველო მისი საჰაერო სივრცის დამრღევთა წინააღმდეგ რადიკალური ზომებით დაიმუქრა მას შემდეგ,

საქართველო მისი საჰაერო სივრცის დამრღევთა წინააღმდეგ რადიკალური ზომებით დაიმუქრა მას შემდეგ,
რაც განაცხადა, რომ აღირიცხა ცხინვალის რეგიონში რუსეთის თვითმფრინავის გამოჩენის ფაქტი. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, თვითმფრინავი რამდენიმე წუთი დასტრიალებდა ცხინვალს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ტელეკომპანია CNN-თან დღევანდელ ინტერვიუში გამოთქვა შეფასება, რომ "რუსი ნაციონალისტები" ცდილობენ სიტუაციის მოსინჯვას საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევით. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები უარყოფს ცნობებს რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. როგორც სამხედრო-საჰაერო ძალების პრეს-სამსახურის უფროსმა ალექსანდრ დრობიშევსკიმ უთხრა ჟურნალისტებს, თვითმფრინავებს არ განუხორციელებია ამ ზონაში გაფრენები, რის თაობაზეც რუსული მხარე მზადაა, ობიექტური ინფორმაცია წარადგინოს. ოსი სეპარატისტების ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ირინა გაგლოევმა კი ჟურნალისტებს აცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალებმა პარასკევს ჩაატარეს წვრთნები, რომლებშიც ვერტმფრენები მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG