ინტერნეტდისკუსიის საიტზე, ”თბილისის ფორუმზე”, რომლის ინტერნეტმისამართია www.forum.ge, ამ დღეებში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ათობით თემა გაიხსნა და ფორუმის მონაწილეთა ათიათასობით გამოხმაურება გამოქვეყნდა. ფორუმში მონაწილეობა თავისუფალია და იქ აზრის გამოთქმა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც კი კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობის საშუალება აქვს. სწორედ ამ ვირტუალურ აზრთა გაცვლა-გამოცვლის პროცესში დაიბადა რუსეთის საელჩოსთან აქციის მოწყობის იდეა.
[ისმის კლავიატურის ხმაური]
ასეთი უწყინარი ხმაურით, ანონიმურად ან ფსევდონიმით, საკუთარი აზრის გამოხატვას შეჩვეული ინტერნეტის მომხმარებლები იმდენად გააღიზიანა ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების ნამოქმედარმა, რომ გადაწყვიტეს პროტესტი საკმაოდ ორიგინალურად, ხმაურიანად და, რაც მთავარია, რეალურად გამოეხატათ.
[ისმის ქუჩის ხმაური და მუსიკა]
[ზარაზას (ზაზა) ხმა] ”ჩემი ნიკი არის ზარაზა, მე შიდსის ცენტრში ვმუშაობ და ზაზა მქვია სახელად და ამისგან რაღაც სიმბიოზი გამოვიდა - ზარაზა.”
ზაზა, იგივე ”ზარაზა”, რუსეთის საელჩოს წინ 17 აგვისტოს საღამოს დაწყებული საპროტესტო აქციის - ”რე აქციის” (Re: აქცია) ერთ-ერთი ორგანიზატორია, სხვა მოხალისეებთან ერთად.
ინტერნეტის მოყვარულებმა ფორუმზე გამოქვეყნებული წერილებითა და განცხადებებით თანამოაზრეებში ელექტროგენერატორი, სანთლები, კომპიუტერი და ვიდეოპროექტორი მოიძიეს და 18 აგვისტოს დილამდე რუსეთის საელჩოს გარე ფასადზე, ვიდეოპროექტორის დახმარებით, თავიანთი აზრები გამოაქვეყნეს. მზის ამოსვლის შემდეგ კი საელჩოს მიმდებარე ტერიტორია ქართულმა სიმღერებმა გაახალისა.
[ზარაზას (ზაზა) ხმა] ”წეღან ლევ მირონოვი იყო მოსული და ავტომობილიდან რომ გადმოვიდა, გვანიშნა, დაუწიეთო, მაგრამ უარყოფითად ვუპასუხეთ... ალბათ, აღიზიანებთ, მაგრამ არ გამოხატავენ, კორექტულობის ზღვარს არ გადასულან, მით უმეტეს, რომ ჩვენც არ ვარღვევთ არაფერს. იმათ მხარეზე არ გადავდივართ, ტერიტორიაზე შესვლის მცდელობა არ გვაქვს, შენობას არ ვაზიანებთ, არ ვსვრით, მაგრამ ჩვენს აზრს მკაფიოდ გამოვხატავთ საელჩოს კედელზე, ისევე როგორც რუსეთი ამბობს, რომ ის ჩვენს შინაურ საქმეში არ ერევა, ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, მაგრამ, სინამდვილეში, რეალობაში ვხედავთ, რასაც აკეთებს.”
”რე აქციის” მონაწილეებმა რუსეთის ელჩის სახელზე პეტიციის ტექსტი გაავრცელეს. მიმართვის დასკვნით ნაწილში კატეგორიული ტონით წერია, რომ აქციის მონაწილეებს აღარ აინტერესებთ რუსეთის ხელისუფლების ახსნა-განმარტებები, ”ჩვენ უბრალოდ და გასაგებად ვითხოვთ რუსი, ეგრეთ წოდებული, მშვიდობისმყოფელების საქართველოს კონსტიტუციური ტერიტორიიდან გაყვანასო.”
რუსეთის სამშვიდობო ძალების ნამოქმედარზე ინტერნეტსაზოგადოების რეაქცია საკმაოდ სერიოზული რომ არის, ამაზე რუსეთის საელჩოსთან საკუთარი კომპიუტერებით მისულთა რაოდენობაც მეტყველებს. ისინი ინტერნეტთან შეერთებას აპირებენ და ვებკამერით ”რე აქციის” ინტერნეტით ტრანსლირებასაც გეგმავენ.
[ზარაზას (ზაზა) ხმა] ”ყველა მოწყობილობა გვაქვს, რომ ქსელში ჩავერთოთ და ადგილზე ვიმუშაოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებში -საქართველოში, რუსეთში, ყველგან. ამ აქციის მიზანი ის არის, რომ საზოგადოება ცოტა შეაჯანჯღაროს, მოვიდნენ აქ და გვერდზე დაგვიდგნენ...”