Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ნაჯაფში, სადაც იმამ


ერაყის ქალაქ ნაჯაფში, სადაც იმამ ალის მეჩეთის ტერიტორიაზე გამაგრებული არიან რადიკალურად

ერაყის ქალაქ ნაჯაფში, სადაც იმამ ალის მეჩეთის ტერიტორიაზე გამაგრებული არიან რადიკალურად
განწყობილი შიიტი ლიდერის მოყტადა სადრის მეომრები, ერაყის არმიის და აშშ-ის სამხედროთა ნაწილები შეტევითვის ემზადებიან. აშშ-ის არმიამ საჰაერო დარტყმები განახორციელა ნაჯაფში. ერაყის არმიის და აშშ-ის სამხედროები მეჩეთს 400 მეტრში მიუახლოვდნენ. ერაყის თავდაცვის მინისტრმა ჰაზიმ შალანმა თქვა, რომ გადამწყვეტი ჟამი მალე დადგება. სადრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი მებრძოლები თანახმა არიან მოილაპარაკონ, რათა ბრძოლა შეწყდეს.
აშშ-ის არმიის თავდასხმა განახორციელდა მეამბოხეთა პოზიციებზე ფალუჯაშიც. ბრძოლები მიმდინარეობს ამარასთანაც ამბოხებულებსა და ბრიტანეთის ჯარს შორის.
XS
SM
MD
LG