Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა დღეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად.

სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა დღეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად.
ამის შესახებ დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან. დაღუპულთა შორის არიან: ორი ამერიკელი სპეციალისტი, რომლებიც ადგილობრივ პოლიციელებს წვრთნიდნენ; სამი ნეპალელი და ორი ავღანელი, მათ შორის ერთი ბავშვი. დანაღმული ავტომანქანა იმ უბანში აფეთქდა, სადაც აშშ-ის საელჩო, გაეროს ოფისი და რამდენიმე სამთავრობო შენობა მდებარეობს. ერთ-ერთი შენობა სერიოზულად დაზიანდა.
აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.
XS
SM
MD
LG