Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანელ მძევალთა დრამის სისხლიანი დასასრული


რუსეთის ხელისუფლების დაპირების მიუხედვად, რომ ბესლანის ნომერ პირველ საშუალო სკოლაში მყოფ მძევლების გათავისუფლება

მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით მოხდებოდა, მძევალთა ისტორიის მესამე დღეს ქალაქ ბესლანში საშინელი სისხლისღვრა დატრიალდა. მოსკოვის დროით შუადღის პირველ საათზე სკოლაში მომხდარი მოულოდნელი აფეთქების შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით მძევალთა ამყვანებს მიეწერება, რუსმა სამხედროებმა სკოლაზე შტურმი დაიწყეს. ცეცხლის ალში გახვეული სკოლიდან მთელი ორი საათის განმავლობაში გამოჰყავდათ შიმშილისა და წურვილისაგან დაჭრილი მძევლები, მეტწილად სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც სამედიცინო დახმარების ბრიგადები ბესლანისა და ვლადიკავკაზის საავადმყოფოებში ანაწილებდნენ.

[სირენების ხმა]

ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები ჰყვებოდნენ სკოლის შენობაში დარჩენილი ათეულობით დაღუპული ადამიანის შესახებ, თუმცა ჟურნალისტების წინაშე გამოსული ერთადერთი ოფიციალური პირი რუსეთის ფედერალური უშიშროების რეგიონული სამსახურის უფროსი, ვალერი ანდრეევი მსხვერპის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის უქონლობას მოუცლელობით ხსნიდა.

[ვალერი ანდრეევის ხმა] " სამწუხაროდ დაღუპულების, დაზარალებულების, და მათ შორის გადარჩენილების რაოდენობაზე ლაპარაკი ეხლა ნაადრევია. მაპატიეთ, სამუშაო მაქვს. ხომ გესმით, რომ იქ სროლაა. გრძელდება ბანდიტებთან ბრძოლა."

მაგრამ ბესლანში მყოფი რადიო "თავისუფლების" სპოეციალური კორესპონდენტის ზურაბ დვალისათვის არაოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ სკოლის შენობაში უფრო ზუსტად კი სპორტდარბაზში, სადაც სამი დღის განმავლობაში მძევლად აყვანილ სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა იმყოფებოდა, ასამდე დაღუპული ადამიანის ცხედარი უნდა ყოფილიყო.

[ზურაბ დვალის ხმა]

სხვა მძევალთა შორის სკოლის შენობაში იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალქაეები ილონა სავიცკაია და მისი შვიდი წლის ვაჟი ალან ჩანდაშვილი, რომლებმაც ზურაბ დვალის ინფორმაციით შეძლეს სამშვიდობოს გამოღწევა.

[ზურაბ დვალის ხმა]

რაც შეხება თავად მძევალთა ამყვანებს, ზოგიერთი ინფორმაციით რამდენიმე ბოევიკი ოპერაციის დროს სკოლის შენობაში დაიღუპა. ფეესბეს წარმომადგენელის ანდრეევის თქმით, მოკლულთა შორის სართაშორისო ტერორისტებიც აღმოჩნდნენ.

[ანდრეევის ხმა] "აქცია რომ საერთაშორისო ტერორისტების მიერ იყო დაგეგმილი ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 20 განადგურებულ ბოევიკებს შორის ათი არაბია."

დარჩენილ ბოევიკთა კი მცირე ჯგუფებად დაიყვნენ და ქალაქ ბესლანიდან ბრძოლებით ცდილობდნენ გაჭრას ინგუშეთის საზღვრისაკენ. შეკითხვაზე, თუ როგორ მოახერხეს მჭიდრო ალყიდან თავის დაღწევა თავდამსხმელებმა, უპასუხოდ რჩება. რუსეთის ფედერალური უშიშროების რეგიონული სამსახურის უფროსი ვალერი ანდრეევი უკმაყოფილებას ვერ მალავდა შეიარაღებული ადგილობრივი მოსახლეობის ზედმეტი აქტიურობის გამო.

[ვალერი ანდრეევის ხმა] "ბანდიტებს აქტიური ცეცხლი გაუხსნეს აგრეთვე ადგილობრივმა შეიარაღებულმა მოქალაქეებმა. მათ გარკვეულ ეტაპზე შესაძლებლობა არ მისცეს სპეცდანიშნულების ნაწილებს ემოქმედათ ეფექტიანად."

მაგრამ უცნაურია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეიარაღებული წინააღდმეგონა სკოლაში მყოფი თავდამსხმელებსი მიმართ იმ ფონზე, როდესაც მთელი ორი დღის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ იმას მოითხოვდა ხელისუფლებისაგან, რომ მძევლები მხოლოდ დამხოლოდ მშვიდობიან გზით გაენთავისუფლებინათ. ბესლანში მყოფი ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის ზურაბ დვალის ინფორმაციით იგივეს ჰპირდებოდა მოსახლეობას ჩრდილოეთი ოსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვი ძტურმის დაწყების წინ.

[ზურაბ დვალის ხმა]

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის ასლანბეკ ასლახანოვის თქმით მძევლებსიგანთავისფლების ბესლანში 150 ადამიანზე მეტი დაიღუპა. 646 დაზარალებული ჰოსპიტალში გადაყვანილია. ქალაქ ბესლანში მხოლდო კანტი-კუნტად ისმის სროლის ხმა. რადიო თავისუფლების თავდამსხმელთა ნაწილმა მოახერხა მიმალვა. ზოგიერთი ინფორმაციით, მათთან ერთად იმყოფება რამდენიმე მძევალი. რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით გადაკეტილია ბესლანიდან გასასვლელი ყველა გზა, რათა არ მისცენ ბოევიკებს სამშვიდობოს გასვლის შესაძლებლობა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG